ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი, დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული ელისო კილაძე დამნაშავედ ცნო.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020-2023 წლებში, თბილისში მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის საქმიანობაში უშუალოდ იყო ჩართული და უკანონო შემოსავლიდან მატერიალურ სარგებელს იღებდა ელისო კილაძე, რომელიც ქოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების, ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით, უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას. ამავდროულად, იმ კონკურენტი ქოლ-ცენტრების მხილების მიზნით, რომლებიც არ იყვნენ კონკრეტული დანაშაულებრივი დაჯგუფების გავლენის ქვეშ მოქცეული, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი გადმობირებისთვის სათანადო პირობების შექმნა.
„2020-2023 წლებში, დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ უცხო ქვეყნის ორასზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, დაახლოებით 9.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას, რის შემდგომაც მართლსაწინააღმდეგოდ განახორციელეს დაუფლებული კრიპტოვალუტის ლეგალიზაცია. მიღებული შემოსავალი განათავსეს უკანონო საქმიანობაში ჩართული საწარმოების საბანკო ანგარიშებზე და მოხმარდა დანაშაულებრივი ჯგუფის საჭიროებებს, ასევე მიმართეს ქონების შესაძენად.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი, დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
მსჯავრდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი წარმომავლობის აქტივები - ორი ავტომანქანა და 30 000 აშშ დოლარი“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
1794929777
ახალი ამბებითამარ ზოდელავა: საჯარო რეესტრმა მართლაც ძალიან კომპლექსური სამუშაო გასწია იმისათვის, რომ შესწავლილი ყოფილიყო მასალები, რომლებიც შეიძლება, საკუთრების უფლებისთვის მნიშვნელოვანი იყოს
„საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მართლაც ძალიან დიდი, კომპლექსური სამუშაო გასწია იმისათვის, რომ შესწავლილი ყოფილიყო საარქივო მასალა, რუკები, რომლებიც შეიძლება საკუთრებისთვის მნიშვნელოვანი იყოს. სა...
1794929206
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარ...
1794929099
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი: ჩვენ ვრჩებით ევროკავშირთან მოლაპარაკებების სურვილისა და ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ბურთი არის ევროკავშირის მხარეს, ჩვენ არაფერს ვაფუჭებთ ამ პროცესში, ვიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
„ყოველთვის ვამბობთ, რომ ნებისმიერ ჩვენს გადაწყვეტილებაზე ვართ პასუხისმგებლები. ჩვენ ვმოქმედებთ სწორად და პრაგმატულად. ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა, როდესაც მთელი რეგიონი ცეცხლის ალშ...
1794927446
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა იუსტიციის სახლის მშენებლობაზე: წალენჯიხელებს ეს სერვისი აუცილებლად სჭირდებოდათ, იმიტომ რომ დაახლოებით 600-ზე მეტი სერვისი იქნება, რომელიც მოემსახურება ადგილობრივებს
წალენჯიხაში იუსტიციის სახლი შენდება. სამშენებლო სამუშაოებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე და დეპუტატი ირაკლი ზარქუა გაეცნენ. მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, იუსტიციის სახლ...
1794926094
ახალი ამბებიე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებულ ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
ფინანსური დანაშაულისთვის დაკავებულ ელისო კილაძეს 10 წლით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა. მას, ასევე, ჩამოერთვა ავტომობილი და 30...































