ირაკლი კობახიძე: აეროპორტის გაფართოების მნიშვნელობა კიდევ უფრო ნათლად იკვეთება იმ ფონზე, როდესაც 2025 წელი საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის განვითარებისთვის რეკორდული იყო - განხორციელდა 5,5 მილიონი ტურისტული ვიზიტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელსაც ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, 2025 წელს როგორც ტურისტული ვიზიტების, ისე მგზავრების რაოდენობის თვალსაზრისით რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.
„თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელსაც ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს. აეროპორტის გაფართოების მნიშვნელობა კიდევ უფრო ნათლად იკვეთება იმ ფონზე, როდესაც 2025 წელი საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის განვითარებისთვის რეკორდული იყო.
გასული წლის განმავლობაში, განხორციელდა 5,5 მილიონი ტურისტული ვიზიტი, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტს შარშან 8,5 მილიონი მგზავრი სტუმრობდა. ესეც რეკორდული მაჩვენებელია“, - განაცხადა პრემიერმა.
1768485634
საზოგადოება„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ხვალ, 16 იანვარს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, ცინცაძის ქუჩა N49-ს მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორ...
1768485210
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ის, რომ საელჩოდან პასუხი არ იქნება, ესეც უკვე პასუხია და მტკიცებულებაა იმის, რომ დიახ, სამწუხაროდ, ევროკავშირის საელჩო და ელჩი პირდაპირ არიან ჩართულები საქართველოში დამხობის პროცესში
ძალადობის რომანტიზებასა და წახალისებაზე ევროკავშირის საელჩოს დუმილს „ქრონიკასთან“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა. „ქრონიკის“ კითხვას საელჩოში არ უპასუხეს - საელჩომ...
1768485068
ახალი ამბებიმახაშვილი ევროკავშირის საელჩოს ვიდეოზე: როგორც ჩანს, მათი არჩევანია, რომ მათ შორის საქართველოს დროშაც აქციონ ძალადობის სიმბოლოდ როგორც სამწუხაროდ, აქციეს ევროკავშირის დროშა
როგორც ჩანს, მათი [ევროკავშირის საელჩოს] არჩევანია, რომ მათ შორის საქართველოს დროშაც აქციონ ძალადობის სიმბოლოდ როგორც სამწუხაროდ, აქციეს ევროკავშირის დროშა, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თა...
1768485009
საზოგადოებაგიორგი გაბუნია: ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა ზომას, იმისთვის რომ BBC-მ მოიხადოს ბოდიში არამარტო ხელისუფლების წინაშე, არამედ ქართველი ხალხისა და საქართველოს წინაშე
ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, პირველ რიგში არც BBC-ს და არც მის უფროსებს, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს აბსოლუტურად ყველა სამართლებრივ ბერკეტს და მიიღებს ყველა ზომას, იმისთვის რომ ამ სიბინძურეს...
1768483699
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ ვქმნით პირობებს, სადაც ინვესტიცია, ინოვაცია და მაღალი სტანდარტები ერთმანეთთან თანხვედრაშია, ხოლო სახელმწიფო მოქმედებს როგორც სტაბილურობისა და სამართლიანი წესების გარანტი
„საქართველოს ეკონომიკის და კონკრეტულად, ტურიზმისა და ავიაციის სექტორის სწრაფმა განვითარებამ მოგვცა შესაძლებლობა, ქვეყანაში შემოვიდეს ახალი ავიაკომპანიები, დაგვემატოს ახალი ავიარეისები, მნიშვნელოვნად გ...


























