ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვქმნით პირობებს, სადაც ინვესტიცია, ინოვაცია და მაღალი სტანდარტები ერთმანეთთან თანხვედრაშია, ხოლო სახელმწიფო მოქმედებს როგორც სტაბილურობისა და სამართლიანი წესების გარანტი
„საქართველოს ეკონომიკის და კონკრეტულად, ტურიზმისა და ავიაციის სექტორის სწრაფმა განვითარებამ მოგვცა შესაძლებლობა, ქვეყანაში შემოვიდეს ახალი ავიაკომპანიები, დაგვემატოს ახალი ავიარეისები, მნიშვნელოვნად გაიზარდოს საქართველოს დაკავშირებადობა მსოფლიოს წამყვან ავიაჰაბებთან და კიდევ უფრო განმტკიცდეს ჩვენი ქვეყნის როლი როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ საავიაციო სივრცეში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო მოქმედებს როგორც სტაბილურობისა და სამართლიანი წესების გარანტი.
„ჩვენ ვქმნით პირობებს, სადაც ინვესტიცია, ინოვაცია და მაღალი სტანდარტები ერთმანეთთან თანხვედრაშია, ხოლო სახელმწიფო მოქმედებს როგორც სტაბილურობისა და სამართლიანი წესების გარანტი. სწორედ ასეთი მიდგომა გვაძლევს შესაძლებლობას, მომავალზე ორიენტირებული ნაბიჯებით გავაძლიეროთ ქვეყნის როლი საერთაშორისო ავიაციაში და უზრუნველვყოთ მდგრადი სარგებელი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულების მომზადებაში მიიღო მონაწილეობა - როგორც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ისე სახელმწიფო უწყებებს და თითოეულ პროფესიონალს, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ საქართველოს ავიაციის განვითარებისთვის.განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს, მადლობა მინდა გადავუხადო მის გუნდს. მადლობა მინისტრს, რომელიც წარმატებით უძღვებოდა მოლაპარაკებებს ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან და რომელმაც უზრუნველყო ახალი ხელშეკრულების გაფორმება, წინა ხელშეკრულებასთან შედარებით, რამდენჯერმე გაუმჯობესებული პირობებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1768485634
საზოგადოება„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ხვალ, 16 იანვარს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, ცინცაძის ქუჩა N49-ს მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორ...
1768485210
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ის, რომ საელჩოდან პასუხი არ იქნება, ესეც უკვე პასუხია და მტკიცებულებაა იმის, რომ დიახ, სამწუხაროდ, ევროკავშირის საელჩო და ელჩი პირდაპირ არიან ჩართულები საქართველოში დამხობის პროცესში
ძალადობის რომანტიზებასა და წახალისებაზე ევროკავშირის საელჩოს დუმილს „ქრონიკასთან“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა. „ქრონიკის“ კითხვას საელჩოში არ უპასუხეს - საელჩომ...
1768485068
ახალი ამბებიმახაშვილი ევროკავშირის საელჩოს ვიდეოზე: როგორც ჩანს, მათი არჩევანია, რომ მათ შორის საქართველოს დროშაც აქციონ ძალადობის სიმბოლოდ როგორც სამწუხაროდ, აქციეს ევროკავშირის დროშა
როგორც ჩანს, მათი [ევროკავშირის საელჩოს] არჩევანია, რომ მათ შორის საქართველოს დროშაც აქციონ ძალადობის სიმბოლოდ როგორც სამწუხაროდ, აქციეს ევროკავშირის დროშა, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თა...
1768485009
საზოგადოებაგიორგი გაბუნია: ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა ზომას, იმისთვის რომ BBC-მ მოიხადოს ბოდიში არამარტო ხელისუფლების წინაშე, არამედ ქართველი ხალხისა და საქართველოს წინაშე
ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, პირველ რიგში არც BBC-ს და არც მის უფროსებს, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს აბსოლუტურად ყველა სამართლებრივ ბერკეტს და მიიღებს ყველა ზომას, იმისთვის რომ ამ სიბინძურეს...
1768483486
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: აეროპორტის გაფართოების მნიშვნელობა კიდევ უფრო ნათლად იკვეთება იმ ფონზე, როდესაც 2025 წელი საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის განვითარებისთვის რეკორდული იყო - განხორციელდა 5,5 მილიონი ტურისტული ვიზიტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელსაც ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს, - ამის შესახებ...


























