ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიას: ხედავთ, როგორი ბრძოლაა კორუფციის წინააღმდეგ და როდესაც ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს ახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი გუნდისთვის პოლიტიკურად წამგებიანია, ხელი არავისთვის დაგვიფარებია
„მინდა გამოვეხმაურო ქალბატონი თამარის კომენტარებს. ძირითადად ეს კომენტარები აგებული იყო ჩვენი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ. განსხვავება რომ დაგანახოთ, მინდა გავიხსენო, გახარიას პრემიერობა, როდესაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დროს, როდესაც ჩვენს ქვეყანას ერთიანი გუნდი სჭირდებოდა, გიორგი გახარია გაექცა ამ პასუხისმგებლობას და ელჩების მითითების შედეგად გადადგა“, - ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებს.
მაჭავარიანმა ვრცლად ისაუბრა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა და ახლაც როგორ აქტიურად მიმდინარეობს მასთან ბრძოლა.
ამასთან, დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ პასუხისგმებლობას ვერავინ გაექცევა და თანამდებობა ან გუნდის წევრობა ინდულგენცია ვერ იქნება.
„როდესაც ირაკლი კობახიძეზე ვსაუბრობთ, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ იგი არის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი საქართველოს ისტორიაში. კორუფციაზე როდესაც ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. მსუბუქად რომ ვთქვათ ნამდვილად არ იყო კარგი სიტუაცია, სანამ ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, თუმცა, იმას ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენ ხელი არავისთვის დაგვიფარებია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად ჩვენი გუნდისთვის ძალიან წამგებიანია, აბსოლუტურად ყველა საქმე გამოვიდა სააშკარაოზე. ხედავთ, როგორი ბრძოლა არის კორუფციის წინააღმდეგ და როდესაც ახსენებთ ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ორმაგი დარტყმა არის სუბიექტურადაც და ობიექტურადაც, მაგრამ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ და ხელი აბსოლუტურად არავისთვის დაგვიფარებია. კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი გუნდისთვის პოლიტიკურად ძალიან წამგებიანია.
რაც ირაკლი კობახიძე გახდა პრემიერ-მინისტრი იმ დღიდან ყველა სამთავრობო განკარგულება აბსოლუტურად გამჭვირვალეა. მან შეცვალა ქონების პირდაპირი წესით პრივატიზების პრაქტიკა. მან ჩამოაყალიბა სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომლის ფუნქციაც არის კორუფციის გამოვლენა და აღმოფხვრა. სუს-ის ხელმძღვანელად პარლამენტს წარუდგინა და პარლამენტმა დავამტკიცეთ მამუკა მდინარაძის კანდიდატურა. ყველა კარგად ხედავთ, როგორ ეფექტურად მუშაობს სუს-ი კორუფციის წინააღმდეგ. ასევე, ირაკლი კობახიძის ინიციატივით გაციფრულდა შესყიდვების მოდული, ბაზრის კვლევა არის მთლიანად გაციფრულებული. დაახლოებით ივნისიდან მთლიანად სამთავრობო შესყიდვები გადავა ციფრულ მოდულში და შემსყიდველ და მიმწოდებელ ორგანიზაციებს ექნებათ მხოლოდ ერთი სამუშაო სივრცე, რაც აბსოლუტურად გამორიცხავს იმის რისკს, რომ ვინმემ ვინმეს რამე პირობები მოარგოს.
შესაბამისად, აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება იმისთვის, რაც ირაკლი კობახიძის ერთ-ერთი დაპირება იყო, როდესაც პრემიერ-მინისტრად დავამტკიცეთ, რომ სულ რამდენიმე წელიწადში საქართველო შევა ტოპ სამ ქვეყანაში კორუფციის სიმცირის კუთხით. ირაკლი კობახიძის მოწოდება არის, რომ თუ სადმე ხედავთ კორუფციის ნიშნებს, აუცილებლად გაგვიზიარეთ და იქნება მყისიერი რეაგირება. თუ არ იქნება რეაგირება, შეგიძლიათ, მერე გააკეთოთ განცხადება ჟურნალისტებთან, რომ მივაწოდეთ კონკრეტული ინფორმაცია და ამას რეაგირება არ მოჰყოლიაო. მაგრამ გპირდებით, რომ აუცილებლად იქნება ყველაფერზე რეაგირება, ვინაიდან ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რომ საქართველოში არ უნდა არსებობდეს კორუფცია და ინდულგენცია რომ არ არის არცერთი თანამდებობა, არც გუნდის წევრობა, არც გუნდის ყოფილი წევრობა, ამას ჩვენი მოქალაქეები საკუთარი თვალით ხედავენ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1775048173
ახალი ამბებისაქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟირების მსურველთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს
პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის ხანგრძლივობაა 3 თვე. სტაჟირების პროგრამა ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სამომავლო კარიერულ განვით...
1775047395
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში გაემგზავრა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ვი...
1775046125
ახალი ამბებილევან მახაშვილი: მიუხედავად ურთულესი ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური მდგომარეობისა, საქართველო ვითარდება და თუკი რამე დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ არის ის, რომ საქართველოს ეკონომიკური გადაწყვეტილებები არის სწორი
კიდევ ერთი პასუხი იმ სიყალბეზე, იმ დეზინფორმაციაზე, რასაც საქართველოზე ავრცელებენ ხოლმე. ჩვენ ვხედავთ როგორი რთული ვითარებაა. ოთხმხრივ ცეცხლშია საქართველო მოქცეული, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტ...
1775044647
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: EMAAR-ი ისეთი მსხვილი ჯგუფია, მისი შემოსვლა მხოლოდ ინვესტიციის სარგებელი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ინდიკატორი და ტრიგერი უამრავი მსხვილი ინვესტორისთვის, რომ საქართველოში იდეალური საინვესტიციო გარემოა
„EMAAR-ი ისეთი მსხვილი ჯგუფია, მისი შემოსვლა მხოლოდ EMAAR-ის ინვესტიციის სარგებელი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ინდიკატორი და ტრიგერი უამრავი მსხვილი ინვესტორისთვის, რომ საქართველოში არის იდეალუ...
1775044591
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: როდესაც „ნაცებს“ არ აუმუშავებ „მოსკოვის მექანიზმს“ სისტემური წამება-გაუპატიურებისთვის და „ქართულ ოცნებას“ აუმუშავებ, რომლის ფილოსოფია თავიდან ბოლომდე ადამიანის თავისუფლებასა და ღირსებაზეა დაფუძნებული
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საპარლამენტო სხდომაზე „გახარია-საქართველოსთვის“ წვერების მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ამუშავებასთან დაკავშირებით გამოთქმულ პრ...





























