ლევან მახაშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ ლარსიდან გავრცელებულ ვიდეოზე: უსაქმური პოლიტიკოსების მცდელობა, ზაფხულში შექმნან თემა, ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია
„რასაც ჩვენ ვუყურებთ, არის უსაქმური პოლიტიკოსების მცდელობა, ზაფხულში შექმნან თემა. ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია“, - ასე აფასებს ლევან მახაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გავრცელებულ ვიდეოს ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან, სადაც მათი მტკიცებით რუსეთიდან უკონტროლო შემოდინებაა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე იხსენებს 2008 წელს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ლარსის საზღვართან რუს ტურისტებს პირადად ხვდებოდა.
„ჩვეულებრივი ტურისტული სეზონია და არა მხოლოდ ერთი საზღვრიდან, არამედ საქართველოს ყველა საზღვრიდან - სახმელეთო იქნება, აეროპორტები თუ ასე შემდეგ, არის ჩვეულებრივი საქმიანი, ტურისტული პროცესი. განსაკუთრებული არაფერი ხდება. კონკრეტული სტატისტიკა სწორედ ამაზე მიუთითებს. არის ჩვეულებრივი კვეთა - ერთი მხრიდანაც, მეორე მხრიდანაც. რა თქმა უნდა, სასაზღვრო უწყებები სრული პასუხისმგებლობითა და სერიოზულობით ეკიდებიან საზღვარზე შემოსულ თითოეულ პიროვნებას. ვაი პოლიტიკოსებმა დაისაქმონ საკუთარი თავი, მით უმეტეს, საკუთარ ბელადებს შეხედონ, რას აკეთებდნენ 2008 წლიდან რამდენიმე დღეში, როდესაც ფიანდაზებს უგებდნენ რუსებს და ასე უძღვებოდნენ საქართველოში, მაგრამ ახლა საზოგადოებაც ხედავს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.
2008 წლის ომი არ იყო მათი ომი? ბიჭების დაღვრილი სისხლი არ იყო მნიშვნელოვანი მათთვის? თუ მაინცდამაინც უკრაინაში უნდა შევარდნილიყო რუსეთი, რომ როგორც იქნა, მათთან რაღაც პატრიოტული განწყობები გაღვივებულიყო? ეს არის ჩვეულებრივი ხელოვნური, ყალბი, დაკვეთილი პოლიტიკური აქტივობა, რომლის მიზანიც არის, რომ საერთო ანტირუსულ, პროუკრაინულ ტალღას მოერგონ. ეს არის პოლიტიკურ მოდას აყოლილი პოლიტიკოსების აქტივობა“, - აცხადებს ლევან მახაშვილი.
1787892956
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „დღეს თბილისის დროით 03:05-ზე ქალაქი ნინოწმინდადან აღმოსავლ...
1787863859
მსოფლიოპოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს
პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, პაველ ზალევსკის ეს განცხადება იმ ფონზე გაჟღერდა, როდესაც ნატოს ალიანსზე რუსეთის შეს...
1787862808
საზოგადოებაშიო მესამე მარიამობის დღესასწაულზე წირვას თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს
„ამა წლის 28 აგვისტოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთ...
1787861425
საზოგადოება28 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი სამყარო დღეს, 28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს - მარიამობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. მარიამობის დღესასწაულს წინ მარიამობის მარხვა...
1787859591
მსოფლიოდონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან კარგი საუბრები ჰქონდა და იგი ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე თავდასხმას არ აპირებს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, და...





























