პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები, ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება
ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც რუსოფობიას და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ ლარსზე გამართულ ბრიფინგს ეხებოდა.
„ჩვენ ორმაგ სტანდარტებზე ვისაუბრეთ, ამას საგანგებო ბრიფინგიც მივუძღვენით. მათ ჰქონდათ განსხვავებული დამოკიდებულება 2008 წლის შემდეგ, უშუალოდ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მოხდა ომი, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 30 000-ზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა. მაშინ არ ჰქონდათ მათ ხისტი პოზიცია რუსეთთან და რუსებთან მიმართებით. ახლა ავლენენ ხისტ პოზიციას და კონკრეტულად რუსოფობიულ პოზიციას. ღიად აცხადებენ ამასთან დაკავშირებით, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ როდესაც ჩვენი პოზიციით გამოვედით რუსოფობიასთან დაკავშირებით, პირველ ეტაპზე თავის მართლება დაიწყეს და აცხადებდნენ, რომ არ იყვნენ რუსოფობები, თუმცა შემდეგ შემოატრიალეს რამდენიმე დღეში ეს მესიჯი, მიიღეს ახალი დავალება და ღიად გამოაცხადეს საკუთარი თავი რუსოფობებად, რაც მათ სახეს აჩვენებს. ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1787899183
სპორტისაქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი - 14 ოქრო, 14 ვერცხლი და 7 ბრინჯაო მოიპოვა
საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი - 14 ოქრო, 14 ვერცხლი, 7 ბრინჯაო მოიპოვა. 15-წლამდელებმა ქულებით გუნდური პირველი ადგილი, 17-წლამდელებმა კი გუნდური მეორე ადგილი დაიკ...
1787896928
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 და 29 აგვისტოს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რა...
1787894939
მსოფლიომარკ კარნი ონტარიოს ტბის სახელწოდების შეცვლაზე: კანადელებმა იციან, რომ მას ონტარიოს ტბა უნდა ეწოდოს - როგორც მაშინ, ისე ახლა და ყოველთვის
კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი აცხადებს, რომ „ონტარიოს ტბის“ სახელწოდება 400 წელზე მეტი ხნისაა. მისი თქმით, ეს სახელწოდება წინ უსწრებს როგორც კანადის კონფედერაციას, ისე ამერიკის შეერთებული შტატე...
1787892956
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „დღეს თბილისის დროით 03:05-ზე ქალაქი ნინოწმინდადან აღმოსავლ...
1787863859
მსოფლიოპოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს
პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, პაველ ზალევსკის ეს განცხადება იმ ფონზე გაჟღერდა, როდესაც ნატოს ალიანსზე რუსეთის შეს...































