ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია

ჩვენ გვჭირდება მუდმივად განახლება კვალიფიციური რესურსის საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს პროგრამა ძალიან ბევრ ახალგაზრდას კურსდამთავრებულს მისცემს იმის საშუალებას, რომ წარმატებით დაიწყოს კარიერა და განავითაროს საკუთარი კარიერა საჯარო სამსახურში.

„ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ზოგადად ახალგაზრდების დასაქმება, კურსდამთავრებულთა დასაქმება და მათ შორის, განსაკუთრებით მათი დასაქმება საჯარო სექტორში. ჩვენ გვჭირდება მუდმივად განახლება კვალიფიციური რესურსის საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. რამდენიმე წელია, ეს პროგრამა მოქმედებს. თავიდან დავიწყეთ საპილოტე რეჟიმში და ახლა გრძელდება წარმატებით ეს პროგრამა. დარწმუნებული ვარ, ეს პროგრამა ძალიან ბევრ ახალგაზრდას, კურსდამთავრებულს მისცემს იმის საშუალებას, რომ წარმატებით დაიწყოს კარიერა და განავითაროს საკუთარი კარიერა საჯარო სამსახურში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787899183

სპორტი

საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი - 14 ოქრო, 14 ვერცხლი და 7 ბრინჯაო მოიპოვა

 საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი - 14 ოქრო, 14 ვერცხლი, 7 ბრინჯაო მოიპოვა. 15-წლამდელებმა ქულებით გუნდური პირველი ადგილი, 17-წლამდელებმა კი გუნდური მეორე ადგილი დაიკ...

ნაკრენი

1787896928

ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 და 29 აგვისტოს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რა...

ამინდი ამინდი

1787894939

მსოფლიო

მარკ კარნი ონტარიოს ტბის სახელწოდების შეცვლაზე: კანადელებმა იციან, რომ მას ონტარიოს ტბა უნდა ეწოდოს - როგორც მაშინ, ისე ახლა და ყოველთვის

 კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი აცხადებს, რომ „ონტარიოს ტბის“ სახელწოდება 400 წელზე მეტი ხნისაა. მისი თქმით, ეს სახელწოდება წინ უსწრებს როგორც კანადის კონფედერაციას, ისე ამერიკის შეერთებული შტატე...

მარკ კრანჯ

1787892956

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.  „დღეს თბილისის დროით 03:05-ზე ქალაქი ნინოწმინდადან აღმოსავლ...

აა

1787863859

მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს

პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, პაველ ზალევსკის ეს განცხადება იმ ფონზე გაჟღერდა, როდესაც ნატოს ალიანსზე რუსეთის შეს...

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე