მარინე ლობჟანიძე: რატომღაც ისეთი სტერეოტიპი ჩამოყალიბდა, რომ თუ შენ განსხვავებულად ფიქრობ, შენ უპირობოდ ხარ მოღალატე და მონა

თავისუფლებაში არ უნდა მოიაზრო ის, რომ შენი თავისუფალი სიტყვითა და დამოკიდებულებით მორალურად, ფსიქიკურად და ფიზიკურად განადგურდეს შენი მოწინააღმდეგე რესპონდენტი, რომელიც შენ ამა თუ იმ შეხედულებაში არ გეთანხმება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას საზოგადოება „ქართულის“ თანადამფუძნებელმა, მუსიკოსმა, მარინე ლობჟანიძემ.
მან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებითგანაცხადა, რომ დღეს ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება - საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ვინმემ თავისი შეფასებით არ უნდა „მოკლას სხვა ადამიანი“.
„ხომ შეიძლება, არგუმენტირებულად, მშვიდად, წყნარად, იმ ფარგლებში, რასაც შენ გაძლევს მეტყველება, თუნდაც იყავი მკაცრი, პრინციპული, დაუნდობელი შენს შეხედულებებში, მაგრამ იმ ადამიანს ნუ გაანადგურებ, ნუ მოსპობ იმის გამო, რომ იგი განსხვავებულად ფიქრობს.
რაც მთავარია, რატომღაც ისეთი სტერეოტიპი ჩამოყალიბდა, რომ თუ შენ განსხვავებულად ფიქრობ, შენ უპირობოდ ხარ მოღალატე და მონა. აი, ეს არ არის სწორი. ჩვენ ისეთი ქვეყანა ვართ, რომ უნდა შეგვეძლოს ერთმანეთის მოსმენა და გაგება“, - განაცხადა მარინე ლობჟანიძემ.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით „ქართული ოცნება“ ხურავს პანდორას იმ ყუთს, რომელიც „ნაციონალებმა“ ქვეყანას ჯერ კიდევ 2004 წელს გაუხსნეს და მოახვიეს თავს - ამ სათაურით საზოგადოება „ქართულმა“ წერილი გამოაქვეყნა.
1751576271
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ვინც ცდილობს საქართველოში რევოლუციის მოწყობას, ახალგაზრდების იდეოლოგიურად მოწამვლას, იგივე ადამიანები ავრცელებენ ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკებს, ეს არის ე.წ. ლიბერალური ხაზი
ვიღაცებს სურდათ საქართველოში წაეხალისებინათ ნარკოტიკის მოხმარება, ესეც იგივე ხელით არის დალაგებული ვინც ჩვენ გვედავება დემოკრატიულ უკუსვლას, ვინც ცდილობს საქართველოში რევოლუციის მოწყობას, იდეოლოგიურად...
1751576237
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: თვის ბოლომდე საზოგადოებას წარვუდგენთ კონცეფციას, რომელიც გულისხმობს საუნივერსიტეტო სისტემის ფუნდამენტურ რეფორმას
მინდა, წარმატებები ვუსურვო ყველა აბიტურიენტს, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება მათ ცხოვრებაში, სწორედ, მათთვის არის განკუთვნილი ის ინიციატივა, ის რეფორმა, რომელიც ჩვენ გვაქვს უმაღლესი განათლების სფერ...
1751574234
საზოგადოებაპრემიერი: ჩორჩანასთან დაკავშირებით გარე დავალება შეასრულა გახარიამ, გარე დავალებების მიმღებმა ტელევიზიებმა არ ასწიეს ეს თემა - არც ერთ მათგანს ხმა არ ამოუღია, ბოლომდე გადაეფარნენ და დაიცვეს გახარია
ჩორჩანასთან დაკავშირებით საქმე ეხება მილიონ კვადრატულ მეტრს, რომელიც ჩააბარა გახარიამ ძალიან საეჭვო გარემოებებში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE-ში“. პრემიერის...
1751573885
საზოგადოებაპრემიერი: დაკავებული პოლიტიკოსების პატიმრობის მიზეზი იყო პარლამენტის არაღიარება, დემოკრატიული სისტემის არაღიარება და ეს პრინციპი მოქმედებს ყველა ქვეყანაში
დაკავებული პოლიტიკოსების პატიმრობის მიზეზი იყო მათი მხრიდან პარლამენტის არაღიარება, დემოკრატიული სისტემის არაღიარება და ეს პრინციპი მოქმედებს ყველა ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა...
1751573852
საზოგადოებაირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: გინდა ციხეში იყვნენ, გინდა ციხის გარეთ, არც ერთი ფორმით ამ ადამიანებს არ აქვთ არავითარი წარმატების შანსი, ნურავინ გადააბრალებს პატიმრობას იმ სრულ პოლიტიკურ ფიასკოს, რომლის წინაშეც დადგნენ
არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ დაპატიმრებულ პოლიტიკოსებსაც, მათ შეუძლიათ, კენჭი იყარონ არჩევნებში და გადაამოწმონ ქართული საზოგადოების ნდობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახი...