ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: გინდა ციხეში იყვნენ, გინდა ციხის გარეთ, არც ერთი ფორმით ამ ადამიანებს არ აქვთ არავითარი წარმატების შანსი, ნურავინ გადააბრალებს პატიმრობას იმ სრულ პოლიტიკურ ფიასკოს, რომლის წინაშეც დადგნენ

არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ დაპატიმრებულ პოლიტიკოსებსაც, მათ შეუძლიათ, კენჭი იყარონ არჩევნებში და გადაამოწმონ ქართული საზოგადოების ნდობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმედი LIVE-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნურავინ ნუ გადააბრალებს პატიმრობას იმ სრულ პოლიტიკურ ფიასკოს, რომლის წინაშეც ისინი დადგნენ.

„არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს რჩებათ, გასაგებია, რომ კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა არის შეზღუდული პატიმრობის პირობებში, მაგრამ ზოგადად სპეკულაციები ამასთან დაკავშირებითაც იყო და ამიტომ ვაზუსტებ, არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ დაპატიმრებულ პოლიტიკოსებსაც.

მათ შეუძლიათ, კენჭი იყარონ არჩევნებში და გადაამოწმონ ქართული საზოგადოების ნდობა. არის ხოლმე ასეთი პრაქტიკა, როდესაც ადამიანი ციხეში ზის, შეიძლება, თანაგრძნობა მის მიმართ გაიზარდოს, აბა გადაამოწმონ, ნახონ. თუმცა ნახეთ, როგორია თანაგრძნობა ამ პოლიტიკოსების მიმართ, 2000 კაცი ვერ გამოიყვანეს აქციაზე. 4 პარტია, 40 NGO და „დიფ სთეითი“, უცხოური ბიუროკრატია და ჩინოვნიკები, ყველა ერთად დაირაზმა და 2000 კაცზე მეტი ვერ შეკრიბეს რუსთაველის გამზირზე. ნული თანაგრძნობა, ამიტომ გინდა ციხეში იყვნენ, გინდა ციხის გარეთ, არც ერთი ფორმით ამ ადამიანებს არ აქვთ არავითარი წარმატების შანსი. ნურავინ ნუ გადააბრალებს პატიმრობას იმ სრულ პოლიტიკურ ფიასკოს, რომლის წინაშეც ისინი დადგნენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751638599

ახალი ამბები

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითმა კომისიამ ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებაზე იმსჯელა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრმა, პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებასთან...

მარიამ ლაშხი

1751638198

ახალი ამბები

მაია ბითაძე გიორგი მშვენიერაძეზე: ახლა მხარი არ დაუჭირეს რეზოლუციასო, იქნებ ვინმემ გააგებინოს ამ პატივცემულს, რომ სირიის მთავრობისადმი მოთხოვნა ქართული საპარლამენტო დელეგაციის მიერ იყო მოთხოვნილი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი მაია ბითაძე გიორგი მშვენიერაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც...

მაია ბითაძე

1751636081

მსოფლიო

ერდოღანი: ისრაელის მხრიდან რეგიონის ქვეყნებზე თავდასხმების უკან პალესტინის საკითხის დავიწყების განზრახვა იმალება

„ისრაელის მხრიდან რეგიონის ქვეყნებზე თავდასხმების უკან პალესტინის საკითხის დავიწყების განზრახვა იმალება“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის ქალაქ ხანქენდიში, „ეკონო...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

1751635499

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7191 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7195 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

 ვალუტის კურსი

1751634159

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს. გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე მი...

მიხეილ ყაველაშვილი