პრემიერი: ჩორჩანასთან დაკავშირებით გარე დავალება შეასრულა გახარიამ, გარე დავალებების მიმღებმა ტელევიზიებმა არ ასწიეს ეს თემა - არც ერთ მათგანს ხმა არ ამოუღია, ბოლომდე გადაეფარნენ და დაიცვეს გახარია

ჩორჩანასთან დაკავშირებით საქმე ეხება მილიონ კვადრატულ მეტრს, რომელიც ჩააბარა გახარიამ ძალიან საეჭვო გარემოებებში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE-ში“.

პრემიერის თქმით, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი და დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ.

„რაც შეეხება ჩორჩანას, ეს არის უმძიმესი დანაშაული. დღეს ჩვენი სახელმწიფო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, მაშინ დაიწყო გამოძიება ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით. გამოძიება არის აუცილებელი. საქმე ეხება მილიონ კვადრატულ მეტრს, რომელიც ჩააბარა გახარიამ ძალიან საეჭვო გარემოებებში. მთელი პიარ კამპანიით დადგეს საგუშაგო პუნქტი და ამას მოჰყვა ჩვენი მილიონი კვადრატული მეტრის მიტაცება. მაშინ, „ნაცმოძრაობის“ კუთვნილ მედიას საერთოდ არ აუტაცებია ეს თემა. ჩვენს ხელისუფლებას რომ დაემართოს ასეთი რამ, რომ გადავდგათ უგუნური და მოღალატეობრივი ნაბიჯი და ამის გამო დავკარგოთ მილიონი კვადრატული მეტრი, რამხელა ამბავს ატეხდა მთელი ოპოზიციური მედია. არავის ხმა არ ამოუღია. იმიტომ, რომ მათ ჰყავთ ერთი პატრონი. გარე დავალება შეასრულა გახარიამ, იგივე გარე დავალებების მიმღებმა ტელევიზიებმა არ ასწიეს ეს თემა. არც ერთ მათგანს ხმა არ ამოუღია, ბოლომდე გადაეფარნენ და დაიცვეს გახარია. იმიტომ, რომ მათ ჰყავდათ ერთი პატრონი. ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი, დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751625216

ახალი ამბები

საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, ოქრუაშვილს რვა თვით პატიმრობა მიესაჯა, აეკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის განაჩენი გამოცხადდა. საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, ოქრუაშვილს რვა თვით პატიმრობა მიესაჯა, აეკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავებ...

უკრაინა

1751625077

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ჯო უილსონმა მისი მხარდამჭერების დახმარებით მაინც შეაპარა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციაში მცირე ჩანაწერი, რომელიც ეხება საქართველოში ახალი არჩევნების საკითხს, რის გამოც მხარი არ დავუჭირეთ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე იმყოფება, „ქრონიკასთან“ ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება, თითქოს, ქართულმა მხარემ,...

ლევან მახაშვილი

1751624195

ახალი ამბები

გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანი იმყოფება

გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანი იმყოფება. ის გამოძიების კითხვებს მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის საქმის ფარგლებში ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმას...

ივანე მაჭავარიანი

1751623283

ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს

5 ივლისს დღისით აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია ს...

გარემოს ეროვნული სააგენტო

1751622258

ახალი ამბები

გლდანის რაიონის გამგეობამ 6 თვის განმავლობაში 7 142 787 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა

გლდანის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წლის დასაწყისიდან სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 142 787 ლარი დაიხარჯა. გასული 6 თვის განმავლობა...

გლდანის რაიონის გამგეობა