ირაკლი კობახიძე: თვის ბოლომდე საზოგადოებას წარვუდგენთ კონცეფციას, რომელიც გულისხმობს საუნივერსიტეტო სისტემის ფუნდამენტურ რეფორმას

მინდა, წარმატებები ვუსურვო ყველა აბიტურიენტს, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება მათ ცხოვრებაში, სწორედ, მათთვის არის განკუთვნილი ის ინიციატივა, ის რეფორმა, რომელიც ჩვენ გვაქვს უმაღლესი განათლების სფეროში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“.
მისივე თქმით, მთავრობას სწორი კონცეფციით შეუძლია, 3 წელიწადში შექმნას ისეთი სისტემა, რომლის პირობებშიც ახალგაზრდებს აღარ მოუწევთ საზღვარგარეთ წასვლა უკეთესი განათლების მისაღებად.
„ჩვენ, ხვალ, ვიკრიბებით კომისიის ფორმატში და ვფიქრობთ, თვის ბოლომდე ფართო საზოგადოებას წარვუდგენთ კონცეფციას, რომელიც გულისხმობს საუნივერსიტეტო სისტემის ფუნდამენტურად გადალაგებას. დღეს, უამრავი პრობლემაა საუნივერსიტეტო სისტემაში, მათ შორისაა მაგალითად პროფესურა, არასაკმარისი შრომის ანაზღაურება, რაც შემდეგ, ხშირად, მათი ნაწილის კვალიფიკაციაზეც უარყოფითად აისახება. ინფრასტრუქტურა არ არის შესაბამისად განვითარებული, საერთო საცხოვრებლები და ა.შ. ყველაფერი პრობლემურია ინფრასტრუქტურის ნაწილში. საგანმანათლებლო პროგრამები არ არის დახვეწილი, ძალიან ბევრი მიმართულებით.
სახელმძღვანელოები არ გვაქვს ბევრი მიმართულებით ძირითად საგნებშიც კი და ა.შ. უამრავი პრობლემაა, რასაც მოგვარება სჭირდება. ჩვენ უკვე, პრაქტიკულად, დამუშავებული გვაქვს გეგმა, რომელიც ყველა ამ პრობლემის მოგვარებას უზრუნველყოფს. ჩვენ შეგვიძლია, 3-წლიან პერსპექტივაში, მხოლოდ გადალაგების, სწორი დალაგების გზით, რადიკალურად გავაუმჯობესოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ქვეყანაში. დღეს, ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი მიდის სასწავლებლად საზღვარგარეთ, მათ შორის, ბაკალავრიატის დონეზე. 3 წელიწადში, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ისეთი სისტემა, რომლის პირობებშიც, ჩვენს ახალგაზრდებს აღარ მოუწევთ საზღვარგარეთ წასვლა უკეთესი განათლების მისაღებად. ამის ყველა შესაძლებლობა არსებობს, მთავარია სწორი მიდგომა, სწორი კონცეფცია და ვფიქრობთ, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. თვის ბოლოსთვის უკვე დეტალურ ინფორმაციას წარვუდგენთ საზოგადოებას,“ - განაცხადა პრემიერმა.
1751625216
ახალი ამბებისაგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, ოქრუაშვილს რვა თვით პატიმრობა მიესაჯა, აეკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის განაჩენი გამოცხადდა. საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, ოქრუაშვილს რვა თვით პატიმრობა მიესაჯა, აეკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავებ...
1751625077
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ჯო უილსონმა მისი მხარდამჭერების დახმარებით მაინც შეაპარა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციაში მცირე ჩანაწერი, რომელიც ეხება საქართველოში ახალი არჩევნების საკითხს, რის გამოც მხარი არ დავუჭირეთ
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე იმყოფება, „ქრონიკასთან“ ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება, თითქოს, ქართულმა მხარემ,...
1751624195
ახალი ამბებიგენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანი იმყოფება
გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანი იმყოფება. ის გამოძიების კითხვებს მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის საქმის ფარგლებში ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმას...
1751623283
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს
5 ივლისს დღისით აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია ს...
1751622258
ახალი ამბებიგლდანის რაიონის გამგეობამ 6 თვის განმავლობაში 7 142 787 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა
გლდანის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წლის დასაწყისიდან სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 142 787 ლარი დაიხარჯა. გასული 6 თვის განმავლობა...