მეუფე შიო - ილია მეორე იყო ეპოქალური ადამიანი, უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და მთელ საქრისტიანოს
„ღვთივ განისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ. ეს იყო ეპოქალური ადამიანი, უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის“, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) განაცხადა.
მეუფე შიომ პატრიარქის გარდაცვალების გამო, მთელ საქართველოს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ილია მეორემ მთელი ეპოქა შექმნა.
„ძალიან მიჭირს ახლა იმის თქმა, რაც უნდა მოგახსენოთ, ამ რამდენიმე წუთის წინ, ღვთივ განისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიქმა, ილია მეორემ. ეს იყო ეპოქალური ადამიანი, უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მინდა, მივუსამძიმრო ყოველ ქართველს, მთელ საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და მთელ საქრისტიანოს. მთელი ეპოქა შექმნა. მის შესახებ რამდენიმე სიტყვით ძალიან რთულია საუბარი, იმდენად დიდ პიროვნებაზე ვსაუბრობთ. მისი მეშვეობით, მისი ღვაწლით ღმერთმა ხელახლა მოაქცია საქართველო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, ის იყო დიდი აღმშენებელი ჩვენი ეკლესიის, როგორც პირდაპირი მნიშვნელობით ამ სიტყვისა, ასევე, გადატანითი მნიშვნელობით და დიდია ჩვენი გლოვა. კიდევ ერთხელ მინდა, მოგისამძიმროთ ყველას, მთელ საქართველოს, მაგრამ ასეთი დიდი ადამიანები როდესაც გვტოვებენ, არის ასევე ნუგეშიც იმაში, რომ ჩვენ შევიძინეთ ზეციერი მფარველი, მთელმა საქართველომ და ყოველმა ჩვენგანმა, ვინაიდან ეს ჩვენი მამა იყო, არის და იქნება. ჩვენ ვართ მის ეპოქაში, ჩვენმა მთელმა შეგნებულმა ცხოვრებამ გაიარა მის ეპოქაში, მისი აღზრდილები ვართ, მისი შვილები ვართ. ასე რომ, არ ვიცი, ღრმერთმა გაგვაძლიეროს ყველა და იმედი მაქვს, მისი მფარველობა, მისი ლოცვა გაგრძელდება და კიდევ უფრო განაპირობებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის სიყვარულს და გაძლიერებას, როგორც სულიერს, ასევე სახელმწიფოებრივს. ღმერთმა აცხონოს მისი სული და მისი წმინდა ლოცვები შეგვეწიოს ყველას“, – განაცხადა მეუფე შიომ.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ 16 მარტს, ღამით გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება.
1773775460
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე პატრიარქის გარდაცვალებაზე: სხვანაირი იქნება ხვალიდან საქართველო
„გულწრფელად, ვუსამძიმრებთ თითოეულ ქართველს, ყველა ამ ქვეყნის გულშემატკივარს, ამ უზარმაზარ დანაკარგს. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მ...
1773774665
ახალი ამბებიპატრიარქს 18 მარტს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვ...
1773773243
ახალი ამბებისაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა
დღეს, 17 მარტს, 93 წლის ასაკში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გარდაიცვალა. ამის...
1773770473
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“: ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად ჩამოგვიყალიბდა იმუნიტეტი ასეთ დასკვნებზე და ცხელი ბომბების ცვენას, ჯობია ასეთ შემოტევებს გავუძლოთ
„ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს მსგავსი შემოტევები და შესაძლოა კიდევ მოიფიქრონ ახალი რამ“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ეუთოს მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში...
1773767995
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე: დღეს, პარლამენტს აქვს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და ლეგიტიმაცია
პარლამენტის საქმიანობასა და მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენებაზე გააკეთა...































