საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა
დღეს, 17 მარტს, 93 წლის ასაკში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა კლინიკასთან გააკეთა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი) დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ის 1977 წლის 25 დეკემბერს აირჩიეს. მისი ნახევარსაუკუნოვანი პატრიარქობის პერიოდში მოქმედი ტაძრებისა და მონასტრების რაოდენობა რამდენიმე ათეულიდან 1000-მდე გაიზარდა, ხოლო ეპარქიების რიცხვი 15-დან 47-მდე შეიცვალა. აღდგა და აშენდა მრავალი ეკლესია. ილია II აქტიურად იყო ჩართული ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში და მონაწილეობდა ქვეყნისთვის საკვანძო მოვლენებში.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ 16 მარტს, ღამით გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება.
1773775460
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე პატრიარქის გარდაცვალებაზე: სხვანაირი იქნება ხვალიდან საქართველო
„გულწრფელად, ვუსამძიმრებთ თითოეულ ქართველს, ყველა ამ ქვეყნის გულშემატკივარს, ამ უზარმაზარ დანაკარგს. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მ...
1773774665
ახალი ამბებიპატრიარქს 18 მარტს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვ...
1773774098
ახალი ამბებიმეუფე შიო - ილია მეორე იყო ეპოქალური ადამიანი, უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და მთელ საქრისტიანოს
„ღვთივ განისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ. ეს იყო ეპოქალური ადამიანი, უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის“, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოს...
1773770473
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“: ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად ჩამოგვიყალიბდა იმუნიტეტი ასეთ დასკვნებზე და ცხელი ბომბების ცვენას, ჯობია ასეთ შემოტევებს გავუძლოთ
„ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს მსგავსი შემოტევები და შესაძლოა კიდევ მოიფიქრონ ახალი რამ“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ეუთოს მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში...
1773767995
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე: დღეს, პარლამენტს აქვს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და ლეგიტიმაცია
პარლამენტის საქმიანობასა და მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენებაზე გააკეთა...































