„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გაიმართა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატები: ვაჟა ხელაძე, ნანული ხინიკაძე, ირაკლი სარსევანიძე და ლევან ითიურიძე წარუდგინა.
ხაზი გაესვა კანდიდატების კეთილსინდისიერებასა და პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალების აქტიური მონაწილეობა განსაკუთრებით მისასალმებელია.
კამპანიის ფარგლებში, კანდიდატები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. მიმოიხილეს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული პროექტები და სამოქმედო გეგმა გააცნეს. შეხვედრებზე მთავარი ყურადღება რეგიონებში არსებული პრობლემების მოგვარებასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაეთმო.
თავის მხრივ, კანდიდატებმა ამომრჩევლებს კონკრეტული ხედვა წარუდგინეს, რაც მუნიციპალიტეტების განვითარებასა და სოციალური პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
შეხვედრები დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სადაც ადგილობრივებმა საკუთარი საჭიროებები კანდიდატებს გააცნეს. ხაზი გაესვა საგზაო ინფრასტრუქტურას, წყალმომარაგებას და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობას.
შეგახსენებთ, 2026 წლის 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება.
1788268048
ახალი ამბები1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6250 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. პირველი სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6250 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6156 ლარი იყო. გამყარდა ევრო...
1788267568
საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხონში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირი ტ. ა.-ის (მისამართი: ხონი, სოფელი გოჩაჯიხაიში) კუთვნილი ყველის საწარმო შეამოწმეს. ინსპექტი...
1788266753
საზოგადოებასაქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟირების მსურველთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს
საქართველოს პარლამენტის აპარატი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს, - ინფორმაციას საქართველ...
1788265704
საზოგადოებასაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს მუსტაფა ჩიფთჩის, რომელიც ოფიციალური ვიზიტით თბილისში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, შინაგან საქმ...
1788264170
საზოგადოებასულხან თამაზაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონტროლის მექანიზმების კიდევ უფრო გაძლიერება არალეგალური მიგრაციისა და სხვა სახის ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ
გამოცდილების გაზიარების კუთხით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თურქეთის მხარესთან თანამშრომლობა ორგანიზებულ დანაშაულთან, არალეგალურ მიგრაციასთან, კიბერდანაშაუ...


























