სულხან თამაზაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონტროლის მექანიზმების კიდევ უფრო გაძლიერება არალეგალური მიგრაციისა და სხვა სახის ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ
გამოცდილების გაზიარების კუთხით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თურქეთის მხარესთან თანამშრომლობა ორგანიზებულ დანაშაულთან, არალეგალურ მიგრაციასთან, კიბერდანაშაულსა და ნარკოტრეფიკთან ბრძოლის, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის მიმართულებებით - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან, მუსტაფა ჩიფთჩისთან გაკეთებული ერთობლივი განცხადების დროს აღნიშნა.
„ერთი მხრივ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ჩვენი მოქალაქეების თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილება, ხოლო, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია კონტროლის მექანიზმების კიდევ უფრო გაძლიერება არალეგალური მიგრაციისა და სხვა სახის ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ. ორმხრივ შეხვედრაზე, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საერთაშორისო სამართლებრივ თანამშრომლობას. ვისაუბრეთ ძებნილ პირთა საკითხებზე, ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებასა და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიან გამოყენებაზე. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ პოლიციის ატაშეებს, რომელთა ჩართულობა და ყოველდღიური საქმიანობა კიდევ უფრო უწყობს ხელს ჩვენს უწყებებს შორის კოორდინაციის გაძლიერებას. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ გაწეული საქმიანობისთვის", - აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ასევე მნიშვნელოვანია პროფესიული განვითარება და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარება.
„აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიასა და თურქეთის ეროვნული პოლიციის აკადემიას შორის, საგანმანათლებლო თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. დარწმუნებული ვარ, ეს შეთანხმება კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას პროფესიული განათლებისა და ამ მხრივ გამოცდილების გაზიარების მიმართულებით“- აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა.
1788260097
საზოგადოებასპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას, ბრძანების საფუძველზე, №15 პენიტენციურ დაწესებულება...
1788259729
საზოგადოებასუსი: 18 მარტს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის 18 მარტს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონ...
1788258781
საზოგადოებაარჩილ ბერიძე: რადიკალურ ჯგუფებს - უპრინციპო, ღირებულებების არმქონე, ფარისეველ და სხვა ადამიანების ცხოვრებით მოთამაშე ძალებს, ქართული საზოგადოების მხარდაჭერა არასოდეს ექნებათ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ ბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ რადიკალურ ჯგუფებს - უპრინციპო, ღირებულებების არმქონე, ფარისეველ და სხვა ადამიანების ცხოვრებ...
1788254700
საზოგადოებარატი იონათამიშვილი: ძალადობრივ აქციებში მონაწილე ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ, ფარდა ახადა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას მათი ამორალური ხასიათი დაანახვა, ვინაიდან შეწყალებული პირები ბულინგის მთავარ ობიექტებად აქციეს
საქართველოს პრეზიდენტის ჰუმანურმა აქტმა, ამ ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ, კიდევ ერთხელ ახადა ფარდა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოება მათ ამორალურ ხასიათი დაანახა, ვინაიდან მა...
1788253427
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იგივე საერთაშორისო სამართალი იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა...



























