საბა სვანიძე - გასულ წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით ინფრასტრუქტურის სამინისტროში გავიარე სტაჟირება, რის შემდეგაც საავტომობილო გზების დეპარტამენტში დავსაქმდი
„დღეს ჩემთვის აქ ყოფნა დიდი პატივიც არის და პასუხისმგებლობაც, ცოტა ხნის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ დღეს, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომელი, მონაწილეობას მივიღებდი ახალი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაში“, - ამის შესახებ საგზაო ინჟინერმა საბა სვანიძემ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის მე-3 მონაკვეთის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც საბა სვანიძემ აღნიშნა, გასულ წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიარა სტაჟირება.
„ყველაფერი გასულ წელს დაიწყო, როდესაც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით გადავწყვიტე მეცადა ბედი. სტაჟირება ინფრასტრუქტურის სამინისტროში გავიარე და სტაჟირების დასრულების შემდეგ საავტომობილო გზების დეპარტამენტში დავსაქმდი. დღეს იმ ადამიანებთან ერთად ვმუშაობ, ვისგანაც პირველი პროფესიული გამოცდილება მივიღე და მიხარია, რომ დღეს უკვე რეალური პროექტების განხორციელებაში ვმონაწილეობ.
გზებს, ხიდებსა და გვირაბებს, პირველ რიგში, ადამიანების შრომა, პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი აშენებს. ამიტომაც, როდესაც აბიტურიენტი ვიყავი, მივიღე ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყოველთვის აქტუალური იქნებოდა ჩემი ცხოვრების მანძილზე.
მე მინდა წარმატება ვუსურვო ყველა აბიტურიენტს და ვუთხრა, რომ თუ ტექნიკური საგნები გაინტერესებთ და გამოწვევები არ გაშინებთ, აუცილებლად დაფიქრდით საინჟინრო პროფესიის არჩევაზე. საბოლოოდ კი, მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ამ შესაძლებლობისთვის“, - განაცხადა საბა სვანიძემ.
1784372260
ახალი ამბებისამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დამატებით 6 კმ-იან მონაკვეთზე მოძრაობა გაიხსნა
სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მესამე, 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნა. აღნიშნული მონაკვეთის პირველი, ლანჩხუთი–ლესას 6-კილომეტრიან...
1784371551
ახალი ამბებიპრემიერი: სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთის გახსნა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოში ჩქაროსნული ავტომაგისტრალები სწრაფი ტემპით შენდება და ვითარდება, ჩვენი მიზანია, ეს საქმე სწრაფ ტემპშივე მივიყვანოთ ბოლომდე
„სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთის გახსნა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოში ჩქაროსნული ავტომაგისტრალები სწრაფი ტემპით შენდება და ვითარდება“, - ამის შესახებ...
1784370888
ახალი ამბებისამტრედია-გრიგოლეთის საერთაშორისო მაგისტრალის დამატებით 6-კილომეტრიანი გზა იხსნება
სამტრედია-გრიგოლეთის საერთაშორისო მაგისტრალის დამატებით 6-კილომეტრიანი გზა იხსნება. პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრის, მინისტრთა კაბინეტის წევრები და სხვა პირები ესწ...
1784368178
ახალი ამბებიგივი მიქანაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო...
1784366330
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენი სუვერენიტეტი იყოს დაცული, თუ ამის განმტკიცებაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთობლივად ვიმოქმედებთ, რაც უკვე პრეზიდენტმა ტრამპმა პირდაპირ განუცხადა პრემიერს, ამისთვის მზად ვართ
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, დონალდ ტრამპის წერილს ეხმაურება, რომელიც თეთრი სახლის ლიდერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობ...































