დავით მათიკაშვილი: იმ შემოდინებებიდან, რომლებიც საქართველოში იყო ევროკავშირის ფონდებიდან, უდიდესი ნაწილი იყო მიზანმიმართულად გათვალისწინებული რადიკალიზმის გასაღვივებლად - თავადაც კარგად იციან, თუ სად მიედინებოდა ამ თანხებიდან უდიდესი ნაწილი
„თავადაც კარგად იციან, თუ სად მიედინებოდა ამ თანხებიდან უდიდესი ნაწილი“, - ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ევროკავშირის საელჩოს „ქარდს“.
მისივე თქმით, მართლაც გასაკვირია, რატომ ცდილობს ევროკავშირის საელჩო საქართველოში, რომ აღნიშნული იმ სახით შესთავაზოს საზოგადოებას, თითქოს ევროკავშირის ფონდებიდან შემოსული თანხები მთლიანად სახელმწიფოსა და ქვეყნის განვითარებას ხმარდებოდა.
„კონკრეტული თანხები შესაძლოა, პოზიტიურად იხარჯებოდა, რა თქმა უნდა, ამაზე ერთმნიშვნელოვნად ჩვენი პოზიტიური პოზიცია გაგვაჩნია, მაგრამ იმ შემოდინებებიდან, რომლებიც საქართველოში იყო ევროკავშირის ფონდებიდან, უდიდესი ნაწილი იყო მიზანმიმართულად გათვალისწინებული რადიკალიზმის გასაღვივებლად. ამ მოცემულობაში მართლაც გასაკვირია, კიდევ რატომ იღებს თავის თავზე ევროკავშირი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იმ ფორმით შესთავაზოს ჩვენს საზოგადოებას ეს მოვლენა, თითქოს მთელი ეს თანხა, მართლაც სახელმწიფოს, სამინისტროებისა და ქვეყნის განვითარების ამ მნიშვნელოვან საქმეში ისხმებოდა. თავადაც კარგად იციან, თუ სად მიედინებოდა ამ თანხებიდან უდიდესი ნაწილი“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
1784381778
სპორტიძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი სარაევოს ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია
ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი (-66 კგ) სარაევოს ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მან ფინალში გერმანელი პატრიკ ვაისერი დაამარცხა.
1784377812
ახალი ამბებიქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმ...
1784376193
ახალი ამბებისაბა სვანიძე - გასულ წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით ინფრასტრუქტურის სამინისტროში გავიარე სტაჟირება, რის შემდეგაც საავტომობილო გზების დეპარტამენტში დავსაქმდი
„დღეს ჩემთვის აქ ყოფნა დიდი პატივიც არის და პასუხისმგებლობაც, ცოტა ხნის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ დღეს, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომელი, მონაწილეობას მივიღებდი ახალი მაგისტრ...
1784374562
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე სასტუმრო „საქართველოზე“: ყველა ქონებრივი ობიექტი გადის აუქციონზე, არც ერთ შემთხვევაში არ ხდება პირდაპირი წესით ქონების გასხვისება და არავითარ შემთხვევაში არ ხდება სიმბოლურ ფასად
„ყველა ქონებრივი ობიექტი გადის აუქციონზე, არც ერთ შემთხვევაში არ ხდება პირდაპირი წესით ქონების გასხვისება და არავითარ შემთხვევაში არ ხდება სიმბოლურ ფასად - ყველაფერი გადის აუქციონზე და კონკრეტულ, გამჭ...
1784372260
ახალი ამბებისამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დამატებით 6 კმ-იან მონაკვეთზე მოძრაობა გაიხსნა
სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მესამე, 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნა. აღნიშნული მონაკვეთის პირველი, ლანჩხუთი–ლესას 6-კილომეტრიან...































