სამართალდამცველებმა 33 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 6 მილიონ ლარს შეადგენს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ყოველდღიურად, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ნარკოტიკების უკანონოდ ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ, კომპლექსურად ჩატარებული მორიგი საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ქალაქ რუსთავში, დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბრალდებულების ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით 33 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, ე.წ. ჰაშიში, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 6 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული ნარკოტიკის ნაწილი დაკავებულ პირებს, ამავე ბინაში ავტომანქანის საბურავებში ჰქონდათ გადამალული.

სამართალდამცველების მიერ რუსთავში, ბრალდებულების კიდევ ერთი საცხოვრებელი ბინიდან და სასტუმროს ნომრიდან, ასევე, ამოღებულია, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, „ჰეროინი“ და „მეთადონი“.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები შეთანხმებულად მოქმედებდნენ და ნარკოტიკის რეალიზაციას სხვადასხვა მეთოდით გეგმავდნენ, თუმცა სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად დანაშაულებრივი განზრახვა ვერ განახორციელეს.

გარდა აღნიშნული პირებისა, გასული რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა კიდევ 24 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 15 პირია.

აღნიშნული პირები ნარკოდანაშაულებრივ სქემებში სხვადასხვა ფორმით იყვნენ ჩართულები, მათ შორის, იყენებდნენ როგორც ინტერნეტაპლიკაციებს, ასევე, ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდსა და ნარკოტიკების კონკრეტულ ადგილებში განთავსების ხერხს.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ფული.

ასევე, ამოღებულია, სპეციალურად მოწყობილი სათბურები, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო კულტივირება ხდებოდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 19 – 260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანისა და გავრცელების აღკვეთის მიზნით შესაბამის კომპლექსურ ღონისძიებებს“, - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787892956

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.  „დღეს თბილისის დროით 03:05-ზე ქალაქი ნინოწმინდადან აღმოსავლ...

აა

1787863859

მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს

პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, პაველ ზალევსკის ეს განცხადება იმ ფონზე გაჟღერდა, როდესაც ნატოს ალიანსზე რუსეთის შეს...

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

1787862808

საზოგადოება

შიო მესამე მარიამობის დღესასწაულზე წირვას თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს

„ამა წლის 28 აგვისტოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთ...

 სიონის საპატრიარქო ტაძარი

1787861425

საზოგადოება

28 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს, 28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს - მარიამობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. მარიამობის დღესასწაულს წინ მარიამობის მარხვა...

მარიამობა

1787859591

მსოფლიო

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან კარგი საუბრები ჰქონდა და იგი ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე თავდასხმას არ აპირებს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, და...

დონალდ ტრამპი