სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციის სქემაში ჩართული 59 პირია
შსს-ის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს.
როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ განაცხადა, გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა მოახდინეს საკონტროლო შესყიდვა. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები.
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციის სქემაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 59 პირია. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა.
ასევე, დაკავებული არიან ის პირები, რომელთა მხილების მიზნით, სამართალდამცველებმა მათ სახელზე შენიღბულად გამოგზავნილი ამანათების ჩანაცვლება განახორციელეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
სამართალდამცავებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის:,,მეთადონი", „ალფა-პვპ“, „კოკაინი“, „კეტამინი“, „ბუპრენორფინი“, „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“ და სხვა.
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას. ამას ადასტურებს მიმდინარე წლის ექვსი თვის სტატისტიკური მონაცემები. საანგარიშო პერიოდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა 5000-მდე პირი, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 1000-მდე პირია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნარკოდანაშაულის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემული პირების რაოდენობა 85%-ით არის გაზრდილი.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ნარკორეალიზაციაში ჩართული პირების მიმართ საპოლიციო დანაყოფები მომავალშიც კანონით გათვალისწინებულ უმკაცრეს ზომებს გაატარებენ“, - განაცხადა დავით კიკნაძემ.
1784097464
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი გვარამიაზე: კიდევ არის კითხვები უნდათ თუ არა ამათ საქართველოს ომში ჩათრევა? უნდათ დანგრეული საქართველო, უკანონოდ მოსვლა ქაოსში, შემდეგ დიდ თანხებთან ოპერირება - თავად მიუგდებენ პატრონები რაღაც საჯიჯგნს და ესეც დააკმაყოფილებთ
„გეუბნებით, არაფრის გაკეთებაა საჭირო ამათი მხილებისათვის. რა თქვა ახლა? იმ დიდ თანხებთან არ მიასუნინებენ საქართველოს, ვინაიდან არ არის დანგრეულიო. ესმის მაინც რას ამბობს?“, - ასე ეხმიანება საპარლამენტ...
1784095507
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი დოჰაში იმყოფება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დოჰაში იმყოფება, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდება. პრეზიდენტი შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის კატარის სახელმწიფოს ყოფილი...
1784094217
ახალი ამბებილევან მახაშვილი: თავადვე გააჩინეს ბევრი, ლეგიტიმური კითხვის ნიშანი ეუთო/ოდირის სანდოობასთან დაკავშირებით, ამ კითხვებს სჭირდება ამომწურავი პასუხები
„მაშინ კარგად იცოდნენ როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა აყალბებდა ეუთო/ოდირის დასკვნას“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“. მისი თქმით, ის, რომ...
1784092235
ახალი ამბებიდღეს მართლმადიდებელი ეკლესია ვლაქერნობას აღნიშნავს - შიო III ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში წირვას აღავლენს
15 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის ვლაქერნის ტაძარში დაბრძანებას, ვლაქერნობას აღნიშნავს. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სა...
1784090938
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ეუთოს ოფისის მისამართით გაგზავნილ კითხვებზე: პირდაპირ უნდა აღიარონ, რომ ამ ინსტიტუტების პოლიტიზება ხდება და იყენებენ დამატებითი წნეხის მექანიზმად, ამას არ იზამენ და თავს აარიდებენ კითხვაზე პასუხს
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „ქრონიკის“ მიერ გაგზავნილ კითხვებს ეუთოს სათავო ოფისმა არ უპასუხა და ეუთოს საპარლამენტო...






























