შალვა პაპუაშვილი: ჩვენი უპირველესი მოვალეობაა იმ ღირებულებების სადარაჯოზე ყოფნა, რაც ჩვენმა წინაპრებმა გადმოგვცეს

„ჩვენი უპირველესი მოვალეობა არის იმ ღირებულებების გაფრთხილება და სადარაჯოზე ყოფნა, რაც ჩვენმა სარწმუნოებამ, წინაპრებმა საუკუნეების განმავლობაში გადმოგვცეს. ღირებულებები, რომლებიც ამ რწმენიდან არის წარმოშობილი და დღეს ევროპული ცივილიზაციის საფუძველია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ზუგდიდში ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილი ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო.

„ვულოცავ ზუგდიდს, სამეგრელოს და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს დღესასწაულს, ვლაქერნობას. საქართველო გამორჩეული ქვეყანა ვართ იმით, რომ უდიდესი პატივი გვერგო, ვიყოთ უფლის და ღვთისმშობლის კვართის მცველი ერი. დიდ პატივთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა, რომ ვიყოთ ქრისტიანული სარწმუნოების, ქრისტიანული ღირებულებების სადარაჯოზე.

ჩვენი უპირველესი მოვალეობაა იმ ღირებულებების გაფრთხილება და სადარაჯოზე ყოფნა, რაც ჩვენმა სარწმუნოებამ, წინაპრებმა საუკუნეების განმავლობაში გადმოგვცეს. ღირებულებები, რომლებიც ამ რწმენიდან არის წარმოშობილი და დღეს ევროპული ცივილიზაციის საფუძველია. მიხარია, რომ დღეს ჩემს კოლეგებთან, პარლამენტის წევრებთან ერთად მქონდა შესაძლებლობა, ზუგდიდის საკათედრო ტაძარში დავსწრებოდით სადღესასწაულო წირვას, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა.

განწყობა, რომელიც დღეს ზუგდიდშია, რომელიც წირვის დროს იყო, მათ შორის უცხოელი სტუმრები, სასულიერო თუ საერო პირები, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის აღნიშვნას.

წლევანდელი წელი არის განსაკუთრებული, რათა სრულად გავიაზროთ პასუხისმგებლობა, რომელიც, როგორც უფლის კვართის და ღვთისმშობლის კვართის მცველ სახელმწიფოს და ერს გვაქვს“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784112142

საზოგადოება

გიორგი გამსახურდია გვარამიას განცხადებაზე: სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ ამათ იმპერიის დამარცხება და უკრაინის გამარჯვება, ფულის შოვნა, ქვეყნის გაყიდვა და ათასი მამაძაღლობა იყო ყოველთვის მათთვის პირველი და უმთავრესი

გიორგი გამსახურდია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება, სადაც მან აღნიშნა: „უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება მის აღდგენაში, საქართველოს ა...

გიორგი გამსახურდია

1784110762

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე გვარამიას განცხადებაზე: საქართველოს ისეთი მილიარდები და ტრილიონები არ სჭირდება, თუ ამის საპირწონეა დაღუპული ადამიანები, ჩამონგრეული ქვეყანა, განადგურებული მომავალი

საქართველოს ისეთი მილიარდები და ტრილიონები არ სჭირდება, თუ ამის საპირწონეა დაღუპული ადამიანები, ჩამონგრეული ქვეყანა, განადგურებული მომავალი და ქვეყანაში ქარ-ცეცხლის ტრიალი, – ამის შესახებ საპარლამენტო...

არჩილ გორდულაძე

1784110707

სპორტი

არჩილ გორდულაძე: სააკაშვილი-გვარამია-ბოკერიას ტანდემი ერთმანეთში იბრძვის, რათა პატრონების წინაშე თავი წარმოაჩინონ, რომ უკეთესად შეძლებენ კონკრეტული დავალებების შესრულებას

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძის განცხადებით, სააკაშვილი-გვარამია-ბოკერიას ტანდემი ერთმანეთში იბრძვის, რათა თავიანთ პატრონებს აჩვენონ, რომ უკეთესად შეძლებენ კონკრეტ...

არჩილ გორდულაძე

1784109172

ახალი ამბები

მომსახურების სააგენტო: ქალაქის გამოცდის ონლაინ დაჯავშნა მოედნის ჩაბარებისთანავე იქნება შესაძლებელი

მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასასვლელად სასურველი დრო...

მომსახურების სააგენტო

1784108179

ახალი ამბები

ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსის ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა მოიყოლა - არის მსხვერპლი

ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დროს ხარაჩო ჩამოიშალა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ფაქტი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაგვიდასტურეს. მედიაში გა...

ყვითელი ლენტი