არჩილ გორდულაძე გვარამიას განცხადებაზე: საქართველოს ისეთი მილიარდები და ტრილიონები არ სჭირდება, თუ ამის საპირწონეა დაღუპული ადამიანები, ჩამონგრეული ქვეყანა, განადგურებული მომავალი

საქართველოს ისეთი მილიარდები და ტრილიონები არ სჭირდება, თუ ამის საპირწონეა დაღუპული ადამიანები, ჩამონგრეული ქვეყანა, განადგურებული მომავალი და ქვეყანაში ქარ-ცეცხლის ტრიალი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

გორდულაძეს კითხვა დაუსვეს „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება მის აღდგენაში, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან, მთელი ევროპა იქნება მშენებლობით და ფულის კეთებით დაკავებული“.

„ნიკა გვარამია, როგორც უცხო ძალების ერთი რიგითი აგენტი, თავისი არსიდან ვერ გამოდის და თავის რაობას ვერც გაექცევა, რადგან ყოველთვის იყო, არის და მომავალშიც იქნება უცხოეთზე მიმართული. რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ქვეყნის მიმართ? – მთავარი საქართველოს ინტერესებია. ანაკლიის პორტი საქართველოს ინტერესებში შედის და სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენს. შესაბამისად, მისი აშენება ჩვენთვის უნდა იყოს მთავარი, მოგების მომტანი და ეკონომიკის გამაძლიერებელი. სახელმწიფომ პასუხისმგებლობა აიღო, რომ პორტს თავად ააშენებს. რაც შეეხება გვარამიას ტრილიონებს, საქართველოს ისეთი მილიარდები და ტრილიონები არ სჭირდება, თუ ამის საპირწონეა დაღუპული ადამიანები, ჩამონგრეული ქვეყანა, განადგურებული მომავალი და ქვეყანაში ქარ-ცეცხლის ტრიალი. გლობალური ომის პარტიას რაც არ უნდა დიდი სურვილები ჰქონდეს, რომ საქართველო გამოყენებული იყოს პროქსი ომად და გვარამიას პირით გვეუბნებოდეს, რომ ამ ყველაფერში ტრილიონებს გადაიხდიან, არც ერთი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა არ ღირს არც ერთ ტრილიონად.

ნიკა გვარამიას ინტელექტუალური შესაძლებლობები დაბალი ნამდვილად არ აქვს და კარგად ითავისებს, რას ამბობს. ზუსტად ეს არის გაგრძელება 2022 წლის მიმდინარე კამპანიის, როცა უგულავა და მისი ძმანი ამბობდნენ, დიახ, ომი უნდათ, თუ საჭიროა, უნდა იომონ. თურმე დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტანკებით უნდა გავისეირნოთ. ეს გაგრძელებაა ამ კამპანიის, რომლის მიზანია, საზოგადოება შეაჩვიონ, თითქოს ომს მოსდევს არა დაღუპული ადამიანები და განადგურებული ქვეყანა, არამედ ტრილიონები. გვარამია საზოგადოებისთვის ამის შემოსაღებას ცდილობს. ჯერ გვარამია არ გაიშვა და მერე მისი დეზინფორმაცია“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784109172

ახალი ამბები

მომსახურების სააგენტო: ქალაქის გამოცდის ონლაინ დაჯავშნა მოედნის ჩაბარებისთანავე იქნება შესაძლებელი

მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასასვლელად სასურველი დრო...

მომსახურების სააგენტო

1784108179

ახალი ამბები

ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსის ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა მოიყოლა - არის მსხვერპლი

ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დროს ხარაჩო ჩამოიშალა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ფაქტი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაგვიდასტურეს. მედიაში გა...

ყვითელი ლენტი

1784107760

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტა...

პროკურატურა

1784106699

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 6 თვეში უკანონო თევზჭერის 281 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, თევზ...

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

1784106370

საზოგადოება

პროკურატურა: ბრიტანეთის მოქალაქეს დაკავებისას არ წარმოუდგენია არავითარი სამედიცინო ცნობა, რომ მას ექიმის მიერ ჰქონდა დანიშნული დიდი ოდენობით, სამი სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალება

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრიტანეთის მოქალაქეს, მეთიუ როი დესმონდს, რომელსაც საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები შემოჰქონდა, დაკავე...

პროკურატურა