თენგიზ შარმანაშვილი: რომელი ქართული დემოკრატიის მებაირახტრე გიორგი ბაჩიაშვილია, რომ ასე გამოენთნენ და „მეგობარი აქტის“ მიღებას უკავშირებენ

„გიორგი ბაჩიაშვილი ქართული დემოკრატიის რომელი მებაირახტრეა, რომ ასე გამოენთნენ და „მეგობარი აქტის“ მიღებას უკავშირებენ, მათი ერთი ჩვეულებრივი აგენტია, რომელსაც საქმეს აკეთებინებდნენ და ახლა იცავენ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი ბაჩიაშვილი წვრილმანი აგენტია და ჰყავს პოლიტიკურად ძალიან წვრილმანი მფარველებიც.
„სადამდე დაეშვნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში „ხალხის წარმომადგენლები“. რომელი ქართული დემოკრატიის მებაირახტრე გიორგი ბაჩიაშვილია, რომ ასე გამოენთნენ და „მეგობარი აქტის“ მიღებას უკავშირებენ. მათი ერთი ჩვეულებრივი აგენტია, რომელსაც თავის საქმეს აკეთებინებდნენ და ახლა იცავენ, მაგრამ შენიღბულად მაინც გააკეთონ.
ბაჩიაშვილის დონეზე რომ დაეშვება ადამიანი, დემოკრატიის შუქურად წარმოაჩენ და იწყებ ადამიანის დაცვას, რომელიც სხვის მატერიალურ ქონებას, ფინანსებს ითვისებდა და ფულს ატეთრებდა.
ყველაფრის მანიშნებელია, რაზეც ქართულ მართლმსაჯულებას განაჩენი აქვს გამოტანილი. ბაჩიაშვილი წვრილმანი აგენტია და აღმოჩნდა, რომ ჰყავს პოლიტიკურად ძალიან წვრილმანი მფარველებიც. დიდი გაქანების მფარველი ბაჩიაშვილის ამ ფორმით დაცვას არც იკადრებდა“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ქმედება ყოველთვის საქართველოს ეროვნული ინტერესების, კეთილდღეობის და მშვიდობის მიმართულებით იქნება აგებული.
„თუ კიდევ ვერ დარწმუნდნენ, რომ ვერავითარი „მეგობარი აქტები“ და ვერავითარი ზეწოლა ვერ შეგვაცვლევინებს შეხედულებებს სუვერენიტეტის დაცვის მიმართულებით, გააგრძელონ. ჩვენს ქმედებებს „მეგობარი აქტის“ მიღება-არმიღებაზე ვერ ავაგებთ. ჩვენი ქმედება ყოველთვის საქართველოს ეროვნული ინტერესების, კეთილდღეობის და მშვიდობის მიმართულებით იქნება აგებული“, - დასძინა შარმანაშვილმა.
1750171893
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენ ძალიან დიდი ანგარიშით მოვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში
„როგორი კონფიგურაციაც არ უნდა დაალაგონ გარე უფროსებმა, ჩვენ ძალიან დიდი ანგარიშით მოვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გა...
1750170106
ახალი ამბებიქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებით კომისიაში საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბულინგის თემაზე შეხვედრა გაიმართა
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და კომისიის წევრი ეკა სეფაშვილი ბულინგის თემაზე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსს,...
1750168335
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძემ ახალგაზრდებს ანტინარკოტიკული პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდა. დიმიტრი ხუნდაძემ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე გ...
1750167281
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე შაჰინის განცხადებაზე: არა ერთხელ მოგვისმენია მსგავსი განცხადებები, თუმცა, ეს სიახლეა, როდესაც დაუდასტურებელ ინფორმაციაზე ან ვარაუდებზე ხდება განცხადებების გაკეთება
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ კომენტარი გააკეთა სენატორ ჯინ შაჰინის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ ცნობებს ქართულ დემოკ...
1750166815
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: რიგი აქტორები უვიზო მიმოსვლას შანტაჟის მექანიზმად იყენებენ, შანტაჟის არ გვეშინია, უვიზო მიმოსვლა „ქართული ოცნების“ მონაპოვარია
„რიგი აქტორები უვიზო მიმოსვლას შანტაჟის მექანიზმად იყენებენ. შანტაჟის არ გვეშინია, ეს საქმით გვაქვს დამტკიცებული და ჩვენს კურსს მივყვებით“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგი...