ცაგარლის ქ. N5-ში მრავალსართულიანი კორპუსის ნაცვლად რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

ცაგარლის ქ. N5-ში არსებული ტერიტორია, მესაკუთრესთან მოლაპარაკების შედეგად, ქალაქს დაუბრუნდა და მრავალსართულიანი კორპუსის ნაცვლად, იქ რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, იქ, სადაც არსებობს მწვანე სივრცეების შენარჩუნების შესაძლებლობა, მუნიციპალიტეტი მათ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს.
„ერთ-ერთი ბოლო მონაცვლეობა, რომელიც რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად განხორციელდა, საბურთალოს რაიონში, არჩილ ცაგარლის ქ. N5-ში არსებული მიწის ნაკვეთია, სადაც, ასევე, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იყო დაგეგმილი. მესაკუთრესთან მოლაპარაკებების შედეგად, აღნიშნული ტერიტორიაც დაუბრუნდა ქალაქს და ახლა იქ რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. აქვე მინდა, დავავალო საბურთალოს რაიონის გამგებელს, ამ ტერიტორიაზე მწვანე სივრცის მოწყობის სამუშაოები დაიწყოს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ვარჯიშს და განტვირთვას შეძლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, რეკრეაციული სივრცეების დაცვა-შენარჩუნება ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტია.
„არაერთხელ მითქვამს, რომ ყველაზე მეტად, რაც ჩვენს დედაქალაქს უხდება, რეკრეაციული სივრცეებია. მათი დაცვა-შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ეს ჩვენი პოლიტიკის მთავარი მიმართულებაა. ჯერ კიდევ 2019 წელს, როცა დედაქალაქის გენერალური გეგმა დავამტკიცეთ, ათეულობით ჰექტარ სამშენებლო ტერიტორიას მიენიჭა ისეთი სტატუსი, სადაც მშენებლობა დაუშვებელია და იქ მხოლოდ მწვანე საფარი, ტყეები, პარკები, სკვერები, სპორტული მოედნები და სხვა რეკრეაციული სივრცეები უნდა მოეწყოს. ასევე, გავამკაცრეთ კანონმდებლობა ხე-ნარგავების უკანონო გაჩეხა-განადგურებისთვის, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემსუბუქებისთვის კი გატარდა არაერთი რეფორმა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მანვე განმარტა, რომ მსგავსი ადგილმონაცვლეობის განხორციელება მუნიციპალიტეტისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
„ისეთი არეალების გამოსყიდვა დავიწყეთ, რომელიც წლების წინ გასხვისებული იყო სხვადასხვა ტიპის სამშენებლო სამუშაოებისთვის. ეს გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული - მოგვიწია ადგილმონაცვლეობები იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტს დაებრუნებინა ტერიტორიები და მოეწყო მწვანე სივრცეები. ასეთი ტერიტორიებია: დიღმის ტყე-პარკის ნაწილი, კუს ტბის ასასვლელთან არსებული ტერიტორია, ვაკის პარკის ტერიტორიის ნაწილი, მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარედ არსებული სკვერის ნაწილი და ა.შ. მომდევნო წლებში მსგავს არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. თბილისს აქვს უდიდესი რესურსი იმისა, რომ მეტი მწვანე სივრცე გაჩნდეს უბნებში. გვახსოვს მავნე პრაქტიკა - რამდენი სპორტული მოედანი, პარკი, სკვერი გასხვისდა სამშენებლო სამუშაოებისთვის. 2017 წლიდან დავამთავრეთ ეს პრაქტიკა და დავიწყეთ ასეთი სივრცეების დაბრუნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1750168335
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძემ ახალგაზრდებს ანტინარკოტიკული პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდა. დიმიტრი ხუნდაძემ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე გ...
1750167281
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე შაჰინის განცხადებაზე: არა ერთხელ მოგვისმენია მსგავსი განცხადებები, თუმცა, ეს სიახლეა, როდესაც დაუდასტურებელ ინფორმაციაზე ან ვარაუდებზე ხდება განცხადებების გაკეთება
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ კომენტარი გააკეთა სენატორ ჯინ შაჰინის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ ცნობებს ქართულ დემოკ...
1750166815
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: რიგი აქტორები უვიზო მიმოსვლას შანტაჟის მექანიზმად იყენებენ, შანტაჟის არ გვეშინია, უვიზო მიმოსვლა „ქართული ოცნების“ მონაპოვარია
„რიგი აქტორები უვიზო მიმოსვლას შანტაჟის მექანიზმად იყენებენ. შანტაჟის არ გვეშინია, ეს საქმით გვაქვს დამტკიცებული და ჩვენს კურსს მივყვებით“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგი...
1750166163
ახალი ამბებიპროკურატურამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 ივნისს, ბრალ...
1750165823
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7283 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7288 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...