ზაზა შათირიშვილი „დიფ სთეითზე“: სანამ ჩვენ ვინარჩუნებთ ეროვნულ იდენტობას, სანამ ჯერ კიდევ ქალი ქალია, ხოლო კაცი კაცი, სანამ გვაქვს რწმენა და მაღალი მატერიალური მიზნები, იქამდე ჩვენი დამარცხება და მათ სამსახურში მონებად ჩაყენება რთული იქნება

„სხვადასხვა ქვეყნისთვის სახელმწიფოებრიობის გაუქმება და კორპორაციული მმართველობის შემოღება არის ამ ქვეყნებისათვის და ხალხისთვის კატასტროფისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი“, - ვკითხულობთ, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მორიგ წერილში, რომელიც მან კორპორაციულ მმართველობაზე და ზოგადად, სახელმწიფოების გაუქმებისა და ერთპიროვნული მმართველობის ამოცანებზე ანალიზსს მიუძღვნა.
ზაზა შათირიშვილის განცხადებით, კორპორაციული მმართველობა არის მხოლოდ შირმა და ფარსი, შესაბამისად ამ გადაწყვეტილებით ოლიგარქები მათი ერთპიროვნული მმართველობის დაკანონებას მოახდენენ და კიდევ უფრო გაიმარტივებენ ხალხის მათ მსახურებაში ჩაყენებას.
„მართალია, ამ ყველაფერს ოლიგარქიული ოჯახები ნაცადი პროპაგანდით ლამაზად შეფუთავენ, მაგრამ კორპორაციული მმართველობა არის მხოლოდ და მხოლოდ შირმა და ფარსი - ამ გადაწყვეტილებით ოლიგაქრები მათი ერთპიროვნული მმართველობის დაკანონებას მოახდენენ და კიდევ უფრო გაიმარტივებენ ხალხის მათ მსახურებაში ჩაყენებას“,- წერს ზაზა შათირიშვილი.
შათირიშვილის განცხადებით, სანამ ქართველი ერი ინარჩუნებს ეროვნულ იდენტობას, სანამ ჯერ კიდევ ქალი ქალია, ხოლო კაცი კაცი, სანამ ერს აქვს რწმენა და მაღალი მატერიალური მიზნები, იქამდე ქართველების დამარცხება და მათ სამსახურში მონებად ჩაყენება ძალიან რთული იქნება ისეთი ძლევამოსილი ოჯახებისთვისაც კი, როგორიც ოლიგარქიული დიქტატორები იგივე „დიფ სთეითია“.
„დიფ სთეითი“, იგივე არაფორმალური ოლიგარქები არიან კონკრეტული სახელები და გვარები, კონკრეტული ოჯახები და დინასტიები, რომლებსაც თავი ნახევრად ღმერთებად მიაჩნიათ, ხოლო ჩვენ, დანარჩენი ადამიანები მათთვის ეგრეთ წოდებული „გოები“, ცხოველის დონემდე დასული არსებები ვართ.
მოვა დრო და მათ შესახებ დეტალურ ინფორმაციას გამოვაქვეყნებ, დეტალურად აღვწერ საზოგადოებისთვის რა ძალასთან გვაქვს საქმე, რა არის მათი საბოლოო მიზანი და როგორი ფანატიზმით არის გამსჭვალული მათი გეგმები, თუმცა იქამდე საზოგადოებას ვეტყვი, რომ სანამ ჩვენ ვინარჩუნებთ ეროვნულ იდენტობას, სანამ ჯერ კიდევ ქალი ქალია, ხოლო კაცი კაცი, სანამ გვაქვს რწმენა და მაღალი მატერიალური მიზნები, იქამდე ჩვენი დამარცხება და მათ სამსახურში მონებად ჩაყენება ძალიან რთული იქნება ისეთი ძლევამოსილი ოჯახებისთვისაც კი, როგორიც ოლიგარქიული დიქტატორები არიან“,- წერს ზაზა შათირიშვილი.
1750166163
ახალი ამბებიპროკურატურამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 ივნისს, ბრალ...
1750165823
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7283 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7288 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1750165251
მსოფლიოიორდანიის მეფე: ისრაელის თავდასხმა ირანზე ადამიანებს მთელ მსოფლიოში საფრთხეს უქმნის
იორდანიის მეფის, აბდულას განცხადებით, ისრაელის თავდასხმამ ირანზე რეგიონული კონფლიქტი გლობალურ საფრთხემდე გააფართოვა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. „რადგან ისრაელმა საკუთარი შეტევა, ირანის ჩათვლით, გა...
1750164938
საზოგადოებამარნეულის ერთ-ერთი სოფლის არხში ჩვილის ცხედარი იპოვეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში, არხში, ჩვილი ბავშვის ცხედარი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით...
1750164244
საზოგადოებადავით მათიკაშვილი შაჰინის განცხადებებზე: როგორ უფრთხილდებიან საკუთარ აგენტებს საქართველოში და ცდილობენ, რომ მრავალმილიონიან ქურდობაში, მიტაცებაში ბრალდებული პირის, ბაჩიაშვილის დაპატიმრება დემოკრატიის უკუსვლად წარმოადგინონ
ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის მიერ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, ეს განცხადება, კიდევ ერთ...