“არავის აინტერესებს ვისი შვილი ხარ, ან საიდან მოდიხარ, ვინც შრომობს, ყველას უფასდება” - თეა მაღრაძე, ქართველი ექიმი იტალიაში
წარმატებული ქართველი ემიგრაციაში - ეს არის სიტყვათა შეთანხმება, რომელიც როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ქართველს გულს სიამაყით და სითბოთი უვსებს.
თუ რა წარმოუდგენელი შრომის და მონდომების ფასად უჯდება ემიგრანტს მიაღწიოს წარმატებას ემიგრაციაში, იმუშაოს საკუთარი პროფესიით და აღიაროს მიმღებმა ქვეყანამ, ალბათ ყველაზე უკეთ მაინც ისინი მიხვდებიან, ვისაც ემიგრაცია გამოუცდია. ემიგრანტული ცხოვრების პარალელურად არაერთი გათენებული ღამე, თავისუფალ დროზე და გართობაზე უარი, ენობრივი ბარიერის გადალახვა, ეს სულ მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც ჩვენი ინტერვიუს გმირს, იტალიაში მოღვაწე ქართველ ფიზიატრს, თეა მაღრაძეს მოუწია.
თეა წარმოშობით ქუთაისიდანაა, თუმცა უკვე 14 წელია იტალიაში, ტოსკანაში ცხოვრობს. საქართველოში წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზია დაამთავრა, რის შემდეგაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა. მისი დამთავრების შემდეგ, სწავლა რეზიდენტურაში განაგრძო. ამჟამად, იტალიაში მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს, ექიმის პროფესიით მუშაობს და მალე საკუთარი კლინიკის გახსნისთვის ემზადება.
- თეა, როდის მიიღეთ ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება, როგორ შეხვდა ოჯახი თქვენს ამ ნაბიჯს და რატომ შეაჩერეთ არჩევანი იტალიაზე?
- ემიგრაციაში წასვლა 2008 წელს გადავწყვიტე. უფრო სწორად, ერთი წელი ვფიქრობდი და 2008 წელს მოვიყვანე სისრულეში. ოჯახისთვის ადვილი არ ყოფილა, თუმცა, ეს ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. სულ ვოცნებობდი იტალიის ნახვას, მისი მდიდარი კულტურის და ისტორიის გამო. თან მენტალურად ჩვენთან ახლოს არიან და ალბათ ეს გახდა გადამწყვეტი.

- რამდენად მალე მოახერხეთ იტალიაში ინტეგრირება და ადგილობრივ ქართველ ემიგრანტებთან თუ გაქვთ ურთიერთობა? რამდენად ეთანხმებით ფრაზას - „უცხოეთში ქართველს უნდა ერიდო“?
- თავიდან ძალიან გამიჭირდა, ენის არ ცოდნის გამო… აღნიშნულ ფრაზას ვერ დავეთანხმები, საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით, მყავს მეგობრები, რომელთა გარეშეც, ძალიან გამიჭირდებოდა აქ ცხოვრება. ისინი ჩემი იმედი არიან ამ უცხო მიწაზე.
- იტალიაში სად მიიღეთ განათლება, რამდენად რთული იყო სწავლის პროცესი და როგორ შეადარებდით საქართველოს იტალიის საგანმანათლებლო დაწესებულებებს და სისტემას?
- იტალიაში დავამთავრე ფლორენციის სამედიცინო უნივერსიტეტი. აქ რადიკალურად განსხვავებული სწავლის სისტემაა. გულწრფელად გეტყვით, თავიდან ძალიან გამიჭირდა. დილის რვა საათზე უკვე კლინიკაში ვიყავი ხოლმე, საღამოს ექვს საათამდე. მერე სახლამდე კიდევ თითქმის ერთი საათი მჭირდებოდა. სახლში დაბრუნებულს, 4-5 საათი კიდევ წიგნებთან მიწევდა ჯდომა და დილით ყველაფერი თავიდან იწყებოდა.

როგორც უკვე გითხარით აქ სხვა სისტემა დამხვდა. ჩვენთან, ჩემი სტუდენტობის პერიოდში, პრიორიტეტი თეორია იყო, აქ თეორიას ნაკლები საათები ეთმობა. ეს თავიდან ერთგვარ შიშსაც იწვევდა. რამდენჯერმე პროფესორთან ერთად გაჩვენებენ პროცესს და მერე ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებ. განსაკუთრებით მე-5 და მე-6 კურსები აღმოჩნდა რთული. აქ თითქმის უკვე ექიმი ხარ. დილით შედიხარ განყოფილებაში, იღებ დავალებებს და დღის ბოლოს განყოფილების გამგეს მოახსენებ. მინდა ხაზი გავუსვა ერთ რამეს, რაც ძალიან მოსაწონია ამათი სისტემის. უკვე ბოლო კურსზე მთელი წელი განაწილებენ იმ განყოფილებაში, რა სპეციალობასაც ირჩევ და თან პარალელურად მუშაობ სადიპლომოზე.
- იტალიაში უცხოელისთვის არც ისე მარტივია თავის დამკვიდრება და საკუთარი პროფესიით სამსახურის შოვნა. როგორ შეძელით ეს, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება?
- მართალია ძალიან ძნელია, მაგრამ აქ მერიტოკრატიაა. არავის აინტერესებს ვისი შვილი ხარ, ან საიდან მოდიხარ, ვინც შრომობს, ყველას უფასდება, აბსოლუტურად ყველას. ძალიან რთული იმიტომ არის, რომ უამრავი შრომა გიწევს, ჩვენ, უცხოელებს, სამჯერ მეტი.
- გვიამბეთ აქაური საქმიანობის, თქვენი პროფესიის და ახლა უკვე ახალი კლინიკის შესახებ.
- ვმუშაობ კლინიკაში სადაც მკვლევარი ვარ, თუმცა სექტემბრიდან სრული დატვირთვით ვიქნები ჩემს კლინიკაში. ფლორენციელ რამდენიმე კოლეგასთან ერთად ვმუშაობ პროექტზე და იმედია მალე მოვიყვან სისრულეში. Studio del dolore-ში იქნება ოზონოთერაპია, ასევე ფიზიოთერაპია, ხერხემალზე მანიპულაციები, ჰომეოპათია და ქირურგიული ესთეტიკა.

- რამდენად რთულია ბიუროკრატიის ფონზე, საკუთარი ბიზნესის კეთება იტალიაში?
- ვინც იტალიაში ცხოვრობს, კარგად იცის აქაური ბიუროკრატია, მაგრამ ყველაფერი დროის ამბავია, თორემ შეუძლებელი არაფერია.
- საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევდით იმ ქართველებს, ვისაც იტალიაში პროფესიის შეძენა და შემდეგ ამ პროფესიით დასაქმება სურთ?
- მე პირადად ძალიან დიდი პრაქტიკა მომცა ევროპულმა ინსტიტუტმა. კონგრესებზე ხშირად მიწევდა სხვადასხვა ქვეყანაში გამგზავრება. მქონდა ბედნიერება გამეცნო არაერთი სახელგანთქმული პროფესორი. ვურჩევდი ბევრ შრომას, დანარჩენი შემდეგ თავისით მოვა.

- საქართველოსთან რამდენად გაქვთ შენარჩუნებული კავშირი, რა გენატრებათ ყველაზე მეტად ქართული და რით ინაზღაურებთ ამ დანაკლისს?
- საქართველოში ყოველ წელს ჩავდივარ. ჩემს ქვეყანასთან კავშირი არასოდეს გამიწყვეტია. ქართული ყველაფერი მენატრება, თითქოს იქ ყველაფერი სხვანაირია. ყოველი კუთხე და კუნჭული ჩემთვის ძვირფასია.
სამომავლოდ, საქართველოშიც ვგეგმავ კლინიკის გახსნას, სადაც დავნერგავ იგივე თერაპიებს რომლებსაც აქ ვატარებთ. ესეც დროის ამბავია, ვმუშაობ ამ საკითხზე.
მოამზადა ნინა მამუკაძემ
იტალია, ფლორენცია
1781287230
მსოფლიოპაკისტანის პრემიერი: აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი შეათანხმეს - ვმუშაობთ მის დასრულებაზე
აშშ-მ და ირანმა „სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო, ორივე მხარის მიერ შეთანხმებულ ტექსტს“ მიაღწიეს, - განაცხადა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა. „პაკისტანი, რომელიც ორივე მხარეს შორის მოლაპარ...
1781282995
ახალი ამბებიბაჩო ოდიშარია: გაეროში ჩვენი ფილმის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა, მაყურებელმა იხილა, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში პარასპორტის მიმართულებით, შშმ ადამიანების უფლებების დაცვის მიმართულებით და რამხელა პროგრესია 2012 წლიდან დღემდე
გაეროში ჩვენი ფილმის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა, რასაც მოწმობს დამსწრე საზოგადოების რაოდენობა და ფილმზე მათი გამოხმაურება, - განაცხადა რეჟისორმა ბაჩო ოდიშარიამ, რომლის დოკუმენტური ფილმის „განუსაზღვრელ...
1781281030
მსოფლიოვლადიმერ პუტინი: ნატოს ქვეყნებმა გააცნობიერეს, რომ რუსეთისთვის სტრატეგიული დამარცხების მიყენება შეუძლებელია
ნატოს ქვეყნებმა ახლა გაიგეს, რომ რუსეთის სტრატეგიული დამარცხების ამოცანა შეუსრულებელია და ისინი ძალიან ჩქარობდნენ ამის შესახებ საჯაროდ საუბარს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განა...
1781279129
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ვიდრე „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ამ ქვეყანაში გატარდება ქართველი ხალხის ინტერესები
საქართველოში, უპირველესად ყოვლისა, დაცული უნდა იყოს ქართველი ხალხის ინტერესები. ნიკა გვარამიას მხრიდან ასეთი ფორმულირება და საკუთარი ქვეყნის მიმართ მიდგომა აჩვენებს, რომ ეს ადამიანი უბრალოდ არის გამზა...
1781278228
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ჩვენ გასული პერიოდის განმავლობაში, ვიხილეთ ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის იარაღად გამოყენება და გამოყენების მცდელობა, ეს საკითხი იქცა პოლიტიკური ჭიდილის ერთ-ერთ ინსტრუმენტად
„ჩვენ გასული პერიოდის განმავლობაში, ვიხილეთ ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის იარაღად გამოყენება და გამოყენების მცდელობა, ეს საკითხი იქცა პოლიტიკური ჭიდილის ერთ-ერთ ინსტრუმენტად“, - ამის შესახებ ევროპასთან...






























