"ხატვა როგორც ჰობი, რომელიც ცხოვრების მთავარ პროფესიად იქცა" - ექსკლუზიური ინტერვიუ თვითნასწავლ მხატვარ ქეთი ბუბუნაურთან
"ექსკლუზივ ტვ" განაგრძობს, ქართველი ხელოვანი ქალების შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას, რომელთა საოცარი ნამუშევრები დამთვალიერებელს, გულგრილს ვერ დატოვებს, და ამ ეტაპზე ისინი ნაკლებად ცნობილები არიან.
ჩვენი დღევანდელი გმირი, ახალგაზრდა ხელოვანი, თვითნასწავლი მხატვარი, ქეთი ბუბუნაურია, რომელიც განათლებით ბიზნესის ადმინისტრატორია, თუმცა ცხოვრების მთავარ პროფესიად უკვე მე-7 წელიწადია, რაც მხატვრობა აირჩია. მისი შემოსავლის მთავარ წყაროდაც ხელოვნება იქცა და ამ დროის მანძილზე უკვე, 200-ზე მეტი ნამუშევრის ავტორია. აქტიურად მუშაობს შეკვეთებზე, რომლის ძირითადი ნაწილი საზღვარგარეთიდან აქვს.
რეალიზმი - ეს არის ჟანრი, რომელიც მისი შემოქმედების მიმართულებაა, თუმცა ამაზე გაჩერებას არ აპირებს....
გამოფენა არასოდეს ჰქონია, მაგრამ, ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს.
გეგმებსა და მეტს მის შესახებ,თავად ქეთი მოგვითხრობს.
ქეთი ბუბუნაური:
მე ვარ ქეთი ბუბუნაური, თვითნასწავლი მხატვარი. დავამთავრე ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი. ჩემი პროფესიით ასევე ვმუშაობდი სხვადასხვა კომპანიებში და საკმაოდ აქტიურად ვვითარდებოდი კიდეც პროფესიულად. ხატვა ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ მოულოდნელად გამოჩნდა და ცხოვრება, გეგმები და მიზნები სრულიად შემიცვალა.
ბავშვობა და პირველი ნაბიჯები მხატვრობაში...
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბავშვობაში ხატვით არასდროს ვყოფილვარ დაინტერესებული. მახსოვს, ძირითადად დროის გაყვანის მიზნით ვხატავდი და რაიმე განსხვავებული ან განსაკუთრებული ნიჭი თუ მქონდა, ამაზე არასდროს მიფიქრია ბავშვობაში. შესაბამისად, პროფესიის არჩევისას, ამ განხრით წასვლა, არც კი დამიშვია.
პროფესიონალური ხატვა...
პირველად ხატვის ნიჭი 2015 წელს აღმოვაჩინე, როდესაც ფანქრით ბიძაშვილის დახატვა ვცადე და ნახატმა საახლობლო წრეში მოწონება დაიმსახურა. სწორედ ეს იყო ბიძგი, დამენახა რომ მიმსგავსება შემიძლია ადამიანის სახეების, ფიგურების, ნივთების. ამის შემდეგ ხატვა იქცა ჩემს ჰობად. პერიოდულად ვხატავდი მეგობრებს, ოჯახის წევრებს, თანამშრომლებს. თუმცა სერიოზულად ამ საქმეს მაინც არ განვიხილავდი და ჩემს პროფესიულ განვითარებაზე ვიყავი სრულად ორიენტირებული, ბიზნესის სფეროში, სადაც იმ პერიოდში ვმუშობდი. ერთ დღეს სრულიად შემთხვევით ვნახე ,,მხატვრის“ ვაკანსიას, ერთ-ერთ სამხატვრო სტუდიაში. დარწმუნებულმა, რომ შანსიც კი არ მქონდა, მაინც გავაგზავნე ჩემი რამდენიმე ნახატი. დაახლოებით ერთ თვეში, მივიღე დადებითი პასუხი და ამის შემდეგ შეიცვალა მთელი ჩემი ცხოვრება. მეორე წელია ვმუშაობ საოცარ სტუდიაში, სადაც ნამდვილად ჩამოვყალიბდი პროფესიონალ მხატვრად, გრაფიკის მიმართულებით. დღეის მდგომარეობით დაახლოებით 200-ზე მეტი შეკვეთა მაქვს შესრულებული.
არსებობს მოსაზრება, რომ მხატვარმა აუცილებლად "სამხატვრო აკადემია" უნდა დაამთავროს, ეს ბევრს თავდაჯერებულობას უკარგავს, თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?
რა თქმა უნდა, თავიდანვე სწორი მიმართულება მისცე საკუთარ ნიჭს, შესაბამის გარემოში და სოციუმში მოხვდე, მით უმეტეს განვითარების საწყის ეტაპზე, ეს ძალიან კარგია. თუმცა აუცილებლობას ნამდვილად არ წარმოადგენს. ამის ნათელი მაგალითი არათუ მე, უამრავი გენიალური მხატვარია. იყო პერიოდი, თავდაჯერებულობის პრობლემა სწორედ ამ მიზეზით მქონდა და მეშინოდა, თუმცა ეს პრობლემა დაძლევადი და გადალახვადია. არავითარ შემთხვევაში ამან არ უნდა შეგაფერხოს.
როგორი უნდა იყოს გარემო, როდესაც ხატავთ?!
ხატვის დროს აუცილებლად მარტო უნდა ვიყო. სრულ სიჩუმეში ან მუსიკის თანხლებით. ჩემი მოთხოვნები მინიმალურია, ვიყო მარტო და იყოს მშვიდი გარემო. ამ მხრივ იდეალური ხელშეწყობა მაქვს ოჯახის მხრიდან და მაქვს საკუთარი სამუშაო სივრცე, სადაც ზუსტად ის გარემოა რაც მჭირდება.
რას გადმოსცემთ თქვენი ნახატებით, რა ჟანრია?
ამ ეტაპზე რეალიზმის ჟანრის მხატვარი ვარ, თუმცა მუდმივად მეცვლება ხედვა და გემოვნება. მაინტერესებს მხატვრობის ყველა მიმართულება და სტილი. რეალიზმი არ არის ის, რაზედაც გაჩერებას ვაპირებ. მინდა ხატვის სხვადასხვა სტილი და მასალა ვცადო. შევქმნა ნახატები, რაც მნახველში გამოიწვევს მძაფრ და დასამახსოვრებელ ემოციებს.
ხატვა, როგორც შემოსავლის წყარო...
ჩემი შემოსავლის მთავარი წყარო, ხატვაა. აქტიურად ვმუშაობ შეკვეთებზე, რომლის ძირითადი ნაწილი საზღვარგარეთიდანაა. დროის არ ქონის გამო, სამწუხაროდ საკუთარი ნახატების საკმაოდ მწირი რაოდენობა მაქვს და მათი ნაწილი გაყიდულია. შეკვეთების გარდა მინდა უფრო აქტიურად დავიწყო ჩემს ნახატებზე მუშაობაც.
პერსონალური გამოფენა...
პერსონალური გამოფენა ჯერ არ მქონია. მაგრამ ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებული მაქვს და მალე შევთავაზებ ხელოვნებით და ჩემი შემოქმედებით დაინტერესებულ ადამიანებს, საინტერესო გამოფენას.
საყვარელი მხატვარი ...
ბევრი მხატვარია, ვისი შემოქმედებაც ჩემთვის გენიალურია, თუმცა გამორჩეულად მიყვარს ლუსიენ ფროიდის შემოქმედება. ქართველი მხატვრებიდან, მერაბ აბრამიშვილის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი ვარ.
დაბოლოს, გეგმები...
პირველ რიგში ბევრი ახალი ნამუშევრის შექმნა და გამოფენის გაკეთება. ამჟამად ეს არის ჩემი პრიორიტეტი.
სტატია და ფოტოკოლაჟი "ექსკლუზივ ტვ"-სთვის სოფიო კაკაჩიამ მოამზადა.







1793173231
ახალი ამბები„მსჯავრდებულის დას დამატებით 100 000 ლარი მოსთხოვა“ - გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს. ინფორმ...
1793171021
ახალი ამბები„ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა“ - ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ მუქარისთვის ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისთვის ძებნილი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელე...
1793170811
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ქუთაისში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ქუთაისში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მომავლ...
1793169315
ახალი ამბებიდავით სონღულაშვილი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ბორდის დირექტორს დავით მორისონს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ბორდის დირექტორს დავით მორისონს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარები...
1793167496
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელზე: ჩვენი სარჩელი ერთმნიშვნელოვნად მყარ მტკიცებულებებზე არის დაფუძნებული
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან ფაქტების დამახინჯების მცდელობებისა, სარჩელი ერთმნიშვნელოვნად მყარ...




























