არჩილ გორდულაძე: ევროპარლამენტში არიან ევროპარლამენტარები, რომლებისთვისაც წაუკითხავი რეზოლუციების მხარდაჭერა მისაღებია, იმიტომ რომ მათ უკან მდგომ ძალებს ასე ხელეწიფებათ

ევროპარლამენტში არიან ევროპარლამენტარები, რომლებისთვისაც წაუკითხავი რეზოლუციების მხარდაჭერა მისაღებია, იმიტომ რომ მათ უკან მდგომ ძალებს ასე ხელეწიფებათ, - იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.

როგორც მან აღნიშნა, გარე ძალები რეზოლუციებით ცდილობენ ზეწოლის მოხდენას.

„აქამდე ვიცოდით, რომ არსებობდა ერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე იურისდიქციას არ ცნობდა და ასეთი იყო ოკუპანტი ქვეყანა, მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტში არიან ევროპარლამენტარები, რომლებმაც დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ იციან საქართველო სად მდებარეობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, წაუკითხავი რეზოლუციების მხარდაჭერა მათთვის მისაღებია, იმიტომ რომ მათ უკან მდგომ ძალებს ასე ხელეწიფებათ.

როდესაც, 5 წლის განმავლობაში ვერ მოახერხეს 4-ჯერ რევოლუციური სცენარებით ხელისუფლების შეცვლა და 14 წლის განმავლობაში 10-ჯერ სხვადასხვა ტიპის არჩევნების გზით გარემართველობის დამყარება ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა ცდილობენ, რომ ზეწოლა მოახდინონ იმ 10 რეზოლუციით, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით არის მიღებული“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782578336

საზოგადოება

მაჭავარიანი: რაც შეეხება გუშინდელ ინციდენტს, მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო. უსიამოვნო იყო, თუმცა პოლიტიკური პარტია, რომელიც მოწადინებულია მხოლოდ იმაზე, რომ შინაარსზე არ ილაპარაკოს და პირადი შეურაცხყოფები გაყენოს, რთულია ამ ყველაფრის მოთმენა

რაც შეეხება გუშინდელ ინციდენტს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მო...

ლევან მაჭავარიანი

1782577283

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მართლაც რომ გზაჯვარედინზე მდებარეობს, ჩვენს გარშემო განსხვავებული ძალების, ხედვების და პრიორიტეტების ჭიდილი ჩვენგან გამორჩეულ სიფრთხილეს და სიზუსტეს მოითხოვს

საქართველო მართლაც რომ გზაჯვარედინზე მდებარეობს, ჩვენს გარშემო განსხვავებული ძალების, ხედვების და პრიორიტეტების ჭიდილი ჩვენგან გამორჩეულ სიფრთხილეს და სიზუსტეს მოითხოვს, - განაცხადა საქართველოს საგარე...

მაკა ბოჭორიშვილი

1782576020

საზოგადოება

დავით კაჭარავა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე: ასეთი ხარისხით 20-წლამდელთა თამაშები, როგორც წესი, არ იმართება, მაგრამ ჩვენ, ქართველები, როგორც ყოველთვის, გამორჩეული სტუმართმოყვარეობითა და მაღალი ხარისხით დავხვდით მათ

20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის მომზადების, მისი მიმდინარეობისა და მოლოდინების შესახებ საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა, პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით კაჭარავამ ჟურნალისტებთან ი...

დავით კაჭარავა

1782574819

საზოგადოება

სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში შიო მესამე აბიტურიენტებს დალოცავს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 28 ივნისს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა დ...

პატრიარქი შიო მესამე

1782573729

ახალი ამბები

თბილისში ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა - ცეცხლი ლიკვიდირებულია

თბილისში, ერისთავის ქუჩაზე, ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  ცეცხლი ლიკვიდირებულია და ადგილზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ. დ...

ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი