ლევან მაჭავარიანი: ჩვენ, აშშ-სთან ყველაფერი გაკეთებული გვაქვს, რომ ამ ადმინისტრაციასთან ურთიერთობები რეალური პარტნიორობის ნიშნულიდან დაიწყოს
საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებზე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ისაუბრა.
„ჩვენ, აშშ-სთან ყველაფერი გაკეთებული გვაქვს, რომ ამ ადმინისტრაციასთან ურთიერთობები დაიწყოს რეალური პარტნიორობის ნიშნულიდან. ჩვენ ღიად ვგულშემატკივრობდით ბატონ დონალდ ტრამპს. რიტორიკა, ჩვენი შეხედულებები, ჩვენი ღირებულებები აბსოლუტურ თანხვედრაშია და იციან, რომ ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ და კონკრეტული გზამკვლევი გავწეროთ დროსა და სივრცეში, სადაც გათვალისწინებული იქნება ორივე მხარის ინტერესები. ძალიან პოზიტიური ნაბიჯებია“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ურთიერთობები, რასაც საქართველო შუა აზიის ქვეყნებთან ვალაგებთ, უმნიშვნელოვანესია.
„შუა აზიის ქვეყნებთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობის გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნება. ის, რომ ჩინეთთან ასეთ დონეზეა ჩვენი პარტნიორობა აყვანილი, უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან დღეს ჩინეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე. ჩინეთთან ჩვენთვის ასეთი ურთიერთობები კიდევ იმიტომ არის საინტერესო, რომ ჩინეთი, ამხელა ძალა, გვიყურებს როგორც თანასწორ პარტნიორს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა
1782584679
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე ხოშტარიაზე: არ მინდა, ოთხი შვილის დედასთან დაკავშირებით რაიმე კომენტარი გავაკეთო, ვინაიდან ოთხი შვილის დედა წარსულში სხვაც გვახსოვს, რომელიც სხვადასხვა დანაშაულში იყო მხილებული
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარია...
1782583998
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ჯარისკაცის ხელფასზე ვერასდროს ვიტყვი საკმარისია, ვინაიდან ისინი თავს სწირავენ თავიანთი სამშობლოსთვის. ისევე, როგორც მასწავლებლის ხელფასი, პოლიციელის, ექიმის ხელფასი
ჯარისკაცის ხელფასზე ვერასდროს ვიტყვი საკმარისია, ვინაიდან ისინი თავს სწირავენ თავიანთი სამშობლოსთვის. ისევე, როგორც მასწავლებლის ხელფასი, პოლიციელის, ექიმის ხელფასი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-...
1782580161
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: ევროპარლამენტში არიან ევროპარლამენტარები, რომლებისთვისაც წაუკითხავი რეზოლუციების მხარდაჭერა მისაღებია, იმიტომ რომ მათ უკან მდგომ ძალებს ასე ხელეწიფებათ
ევროპარლამენტში არიან ევროპარლამენტარები, რომლებისთვისაც წაუკითხავი რეზოლუციების მხარდაჭერა მისაღებია, იმიტომ რომ მათ უკან მდგომ ძალებს ასე ხელეწიფებათ, - იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმ...
1782578336
საზოგადოებამაჭავარიანი: რაც შეეხება გუშინდელ ინციდენტს, მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო. უსიამოვნო იყო, თუმცა პოლიტიკური პარტია, რომელიც მოწადინებულია მხოლოდ იმაზე, რომ შინაარსზე არ ილაპარაკოს და პირადი შეურაცხყოფები გაყენოს, რთულია ამ ყველაფრის მოთმენა
რაც შეეხება გუშინდელ ინციდენტს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მო...
1782577283
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მართლაც რომ გზაჯვარედინზე მდებარეობს, ჩვენს გარშემო განსხვავებული ძალების, ხედვების და პრიორიტეტების ჭიდილი ჩვენგან გამორჩეულ სიფრთხილეს და სიზუსტეს მოითხოვს
საქართველო მართლაც რომ გზაჯვარედინზე მდებარეობს, ჩვენს გარშემო განსხვავებული ძალების, ხედვების და პრიორიტეტების ჭიდილი ჩვენგან გამორჩეულ სიფრთხილეს და სიზუსტეს მოითხოვს, - განაცხადა საქართველოს საგარე...


























