მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მართლაც რომ გზაჯვარედინზე მდებარეობს, ჩვენს გარშემო განსხვავებული ძალების, ხედვების და პრიორიტეტების ჭიდილი ჩვენგან გამორჩეულ სიფრთხილეს და სიზუსტეს მოითხოვს

საქართველო მართლაც რომ გზაჯვარედინზე მდებარეობს, ჩვენს გარშემო განსხვავებული ძალების, ხედვების და პრიორიტეტების ჭიდილი ჩვენგან გამორჩეულ სიფრთხილეს და სიზუსტეს მოითხოვს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე გამოსვლისას.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ჩვენს ირგვლივ იკვეთება განსხვავებული ხედვები, ინტერესები და სტრატეგიული ამბიციები, რაც განსაკუთრებულ სიფრთხილეს, სიზუსტესა და პასუხისმგებლობას მოითხოვს.

„ძვირფასო კოლეგებო, ჩემთვის დიდი პატივია, მოგმართოთ დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში. ეს უმშვენიერესი ქალაქი, თავისი ისტორიით, ღიაობითა და მედეგობით, მართლაც საუკეთესო ადგილია, რომ ვისაუბროთ თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის თავისებურებებზე და მულტივექტორული დიპლომატიის როლზე დღევანდელ გეოპოლიტიკურ რეალობაში.

ჩვენ ხშირად, თითქოს მაყურებლის როლიდან ვსაუბრობთ ცვალებად მსოფლიოზე, გლობალურ გარდაქმნებზე და ახალ ძალთა ბალანსის ფორმირებაზე. სინამდვილეში, არცერთი ჩვენგანი არ არის ამ პროცესების გარე დამკვირვებელი. ჩვენ თავად ვართ ამ ცვლილებების მონაწილეები. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც განსაზღვრავს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების მომავალს, არამედ იმ საერთაშორისო წესრიგსაც, რომელიც ახლა ჩვენ თვალწინ ყალიბდება.

სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, საქართველო დღეს ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, თუ რას ნიშნავს პრაქტიკაში მულტივექტორული დიპლომატია. ჩვენი ისტორია, ჩვენი გეოგრაფია, ჩვენი უსაფრთხოების გარემო და ჩვენი ეკონომიკური ინტერესები გვაიძულებს, ყოველდღიურად ვიპოვოთ სწორი ბალანსი პრინციპებსა და პრაგმატიზმს შორის, ღიაობასა და უსაფრთხოებას შორის, ეროვნულ ინტერესებსა და საერთაშორისო თანამშრომლობას შორის.

საქართველო მართლაც გზაჯვარედინზე მდებარეობს. ჩვენს ირგვლივ იკვეთება სხვადასხვა ძალა, განსხვავებული ხედვები, ინტერესები და სტრატეგიული ამბიციები. ამ რეალობაში ცხოვრება ჩვენგან განსაკუთრებულ სიფრთხილეს, სიზუსტესა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. გეოგრაფია ის მოცემულობაა, რომელმაც ისტორიის მანძილზე ბევრი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა, თუმცა ისიც გვასწავლა, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რომ გამოწვევებმა შესაძლებლობები არ დაგვაკარგინოს.

დღეს, როდესაც ძალაუფლების ცენტრები მრავლდება და ეკონომიკური კონკურენცია სულ უფრო მეტად განსაზღვრავს საერთაშორისო პოლიტიკას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ქვეყნებს, რომლებიც არა დაყოფის, არამედ დაკავშირების ფუნქციას ასრულებენ. საქართველოს სწორედ ასეთი როლი აქვს. დღეს, როდესაც მსოფლიო ახალ ეკონომიკურ მარშრუტებს ეძებს, ხოლო მიწოდების ჯაჭვების მდგრადობა გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ ელემენტად იქცა, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა ახალ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782572711

საზოგადოება

დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე, აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა. გახდა უმრავლესობის ლიდერი და რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია

უხერხულია, ირაკლი კობახიძე გახარიას შევადაროთ, უბრალოდ დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ირაკლი იქნება ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი წარმატებული პრემიერ-მინისტრი!, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართუ...

დიმიტრი სამხარაძე

1782571216

საზოგადოება

გორში 16 წლის მოზარდი, სავარაუდოდ, დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. გორში 16 წლის მოზარდი დაიღუპა. როგორც გარდაცვლილი გოგოს ახლობლები ამბობენ, მას დენმა დაარტყა. დაღუპულია ვიკა არუთინიანი.  ტრაგიკულ შემთხვევას შინაგან სა...

ააა

1782569508

საზოგადოება

ჭოუ ციენი: საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა სატრანზიტო ვაჭრობას ძალიან პერსპექტიულს ხდის, თუ საქართველო ჩინეთში ექსპორტის მხრივ სავაჭრო ჰაბის როლს უკეთ შეითავსებს, შესაბამის სფეროებში ვაჭრობის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჭოუ ციენმა „დღის ქრონიკისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვის ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს...

ჭოუ ციენი

1782567316

საზოგადოება

ჭოუ ციენი: ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი განვითარება ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთნდობის მაღალ დონეს აჩვენებს და დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს შექმნის

პრეზიდენტმა სი ძინპინმა გამოთქვა რწმენა, რომ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები, რომლებიც ახალ საწყის წერტილზეა, აუცილებლად მიაღწევს უფრო მეტ განვითარებას, უფრო დიდ წვლილს შეიტანს ორი ქვეყნის ერთობლივ პრო...

ჭოუ ციენი

1782564581

საზოგადოება

გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიას ექიმზე: როდესაც ექიმი აფასებს პაციენტის მდგომარეობას, რომ მას გააჩნია ისეთი ტკივილები, რომ წარმოუდგენელია მისი გასინჯვა, მას უნდა გადაედო ყველაფერი ჩვენთან შესახვედრად

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მკურნალი ექიმის განცხადებას ეხმაურება. „ძალიან ვწუხვარ, რომ უკვე პრაქტ...

გიორგი პატარიძე