გორში, მიუსაფარ შინაურ ცხოველთა თავშესაფარში სამართალდარღვევა არ გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დეტალურად გადაამოწმეს ქ. გორში, ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფრის ტერიტორია.
გადამოწმების შედეგად სამართალდარღვევა არ გამოვლინდა.
დადგინდა, რომ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს კუთვნილ ტერიტორიაზე მოწყობილია ინსინერატორი, რომლის ფუნქციონირებაზე სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2025 წლის 4 მარტის $98/ს ბრძანებით გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.
ასევე დადგინდა, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესაბამისად, ინფექციების გავრცელების პრევენციის მიზნით ინსინერატორში ხდებოდა თავშესაფარში არსებული ცხოველების სამედიცინო მომსახურებით და მასთან დაკავშირებული კვლევების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების ინსინერაცია და ასევე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაცია.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
1775055764
საზოგადოებაცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტომ შეზღუდა მიკედლების პროცედურები, სიმართლეს არ შეესაბამება
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტომ შეზღუდა მიკედლების პროცედურები, სიმართლეს არ შეესაბამება, - ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგ...
1775055133
საზოგადოებაპარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო
საკანონმდებლო ორგანომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი 77 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო. მომხსენებლის, პარლამენტის წევრის იოსებ ჯორბენაძ...
1775052836
საზოგადოებარატი იონათამიშვილი ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციაზე: პოლიტიკური გრინჩები არიან, რომლებიც ძალიან ცდილობენ, ჩვენს ხალხს დღესასწაულები წაართვან
რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის მიერ 26 მაისს აქციის დაანონსებას გამოეხმაურა. ამ თემაზე ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა და ოპონენტებ...
1775051228
ახალი ამბებისაკანონმდებლო ორგანომ „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მიიღო
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, „საქსტატის“ აღმასრულებელ დირექტორს, 4 წლის ვადით, თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი დან...
1775051155
საზოგადოებაბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებს სასამართლომ 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდა
მინდია შერვაშიძისა და თორნიკე თოშხუას სასამართლომ 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება ბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობას. ადვოკატის თქმით, კანონით დადგენილ ვადაში ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ....



























