სურსათის ეროვნული სააგენტო: ცხოველების დაწვის შესახებ გავრცელებული სრულიად უსაფუძვლო და ცრუ ბრალდებები ყოველგვარ მორალურ ზღვარს სცდება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით, ქვეყანაში შემუშავებულია პროგრამა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს როგორც ცხოველების დაცვა, ასევე, საფრთხე არ შეუქმნას ადამიანებს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული პროგრამა, რომელიც ეტაპობრივად ამოქმედდება, ითვალისწინებს ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და კასტრაცია/სტერილიზაციას, „რაც საშუალებას მოგვცემს, დავიცვათ ისინი დაავადებებისგან, ასევე, დავიცვათ მოსახლეობის უსაფრთხოება“.
სეს-ში აცხადებენ, რომ ცხოველების დაწვის შესახებ გავრცელებული ბრალდებები ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას.
„ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა ჯერ მხოლოდ სატესტო არეალებზე დაიწყო (იმერეთი, კახეთი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია ძაღლების მასობრივი აყვანის შესახებ. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნული ლოკაციებიდან აყვანილ ძაღლებს ეტაპობრივად აბრუნებს აყვანის მიმდებარე ტერიტორიაზე. განსხვავებული მიდგომაა სკოლების, საბავშვო ბაღების, საავადმყოფოების ტერიტორიებიდან აყვანილი ცხოველების შემთხვევაში. ისინი ბრუნდებიან არსებული ტერიტორიების მოშორებით.
რაც შეეხება ცხოველების დაწვის შესახებ გავრცელებულ სრულიად უსაფუძვლო და ცრუ ბრალდებებს, მსგავსი ხასიათის ტყუილების ტირაჟირება ყოველგვარ მორალურ ზღვარს სცდება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას.
აქვე გვინდა განვაცხადოთ, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ოპერატიულად შემოწმდა ქ. გორში, ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფრის ტერიტორია. გადამოწმების შედეგად, სამართალდარღვევა არ გამოვლინდა.
მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს კუთვნილ ტერიტორიაზე მოწყობილია ინსინერატორი, რომლის ფუნქციონირებაზეც გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესაბამისად, ინფექციების გავრცელების პრევენციის მიზნით, ინსინერატორში ხდება თავშესაფრის ბინადარი ცხოველების სამედიცინო მომსახურებით და მასთან დაკავშირებული კვლევების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების და გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაცია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
1775055133
საზოგადოებაპარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო
საკანონმდებლო ორგანომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი 77 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო. მომხსენებლის, პარლამენტის წევრის იოსებ ჯორბენაძ...
1775052836
საზოგადოებარატი იონათამიშვილი ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციაზე: პოლიტიკური გრინჩები არიან, რომლებიც ძალიან ცდილობენ, ჩვენს ხალხს დღესასწაულები წაართვან
რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის მიერ 26 მაისს აქციის დაანონსებას გამოეხმაურა. ამ თემაზე ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა და ოპონენტებ...
1775051228
ახალი ამბებისაკანონმდებლო ორგანომ „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მიიღო
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, „საქსტატის“ აღმასრულებელ დირექტორს, 4 წლის ვადით, თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი დან...
1775051155
საზოგადოებაბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებს სასამართლომ 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდა
მინდია შერვაშიძისა და თორნიკე თოშხუას სასამართლომ 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება ბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობას. ადვოკატის თქმით, კანონით დადგენილ ვადაში ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ....
1775050848
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: საბერძნეთი და ევროკავშირის ქვეყნები ჩვენთვის სტრატეგიული და პრიორიტეტული მიმართულებებია, საბერძნეთთან ფრენები კვირაში 19 სიხშირით განხორციელდება, რაც ქვეყნებს შორის მგზავრთნაკადის ზრდას და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ პირდაპირ მიმართულებას ამატებს და თბილისსა და ჰერაკლიონს შორის ფრენებს კვირაში 1 სიხშირით შეასრულებს, - ამის შესახებ ეკონომიკის...



























