ირაკლი ჭეიშვილი: დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ევროპაზე იმას საუბრობს, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით - კიდევ ერთხელ აეხადა ფარდა ყველაფერს

 დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ევროპაზე იმას საუბრობს, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.

„დღეს მოვისმინე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის განცხადება, რომ უკრაინაში ომის დასრულება არ ნიშნავს ევროპაში სიმშვიდესო. ამ ადამიანს მხოლოდ მადლობა უნდა ვუთხრათ, რადგან 3-4 წლის განმავლობაში ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ. ამ ადამიანმა ის თქვა, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვამბობდით, რომ უკრაინის ხელით აწარმოებდნენ რუსეთთან ომს და ზუსტად რომ საქართველოს ხელით უნდოდათ, ეწარმოებინათ რუსეთთან ომი. ერთი ოფიციალური ევროპელი ჯარისკაცი არ ომობს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ აეხადა ფარდა, რომ ევროპა და დანარჩენი მსოფლიო, განსაკუთრებით ბაიდენის ადმინისტრაცია, სხვისი ხელით აწარმოებდა ომს რუსეთთან“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.

მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ვოლფგანგ იშინგერმა განაცხადა, რომ ვიდრე უკრაინა ომობს, ევროპა უსაფრთხოდ არის.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765716486

მსოფლიო

გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის მოწყობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს

 გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის მოწყობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან 3 მაროკოელი, ეგვიპტელი და სირიელი. არსებული ინფორმაციით, ისინი ბავარიაში, ერთ-ერთ საშობაო ბაზრ...

პოლიცია

1765712090

ახალი ამბები

ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს - აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

 ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი და შიდა სასოფლო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის საავტომობილო...

თოვლი

1765709335

მსოფლიო

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი: ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლება გაუქმდა, კირ სტარმერი ორუელის დისტოპიურ რომანს „1984“ ინსტრუქციად მიიჩნევს

 ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლება გაუქმდა. პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ორუელის დისტოპიურ რომანს „1984“ ინსტრუქციად მიიჩნევს. თუ ხალხი თუთიყუშის მსგავსად არ იმეორებს ახალ ამბებს, როგორიცაა „ხალხი დაორს...

მსოფლიო

1765706350

მსოფლიო

რომის პაპი შესაძლოა, უკრაინას ეწვიოს - ვატიკანმა საორგანიზაციო გეგმა შეიმუშავა

 უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან „კასტელ განდოლფოში“ გამართული შეხვედრიდან ოთხი დღის შემდეგ რომის პაპმა ლეო XIV-მ დაადასტურა, რომ მზადაა უკრაინაში ვიზიტისთვის, თუმცა უსაფრთხოების საკითხები ს...

რომის პაპი და ზელენსკი

1765702602

ახალი ამბები

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „ინფრასტრუქტურის სამინისტროს ს...

მოძრაობა