ირაკლი კობახიძე: ხანუქა არის სიკეთის ბოროტებაზე და სინათლის ბნელზე გამარჯვების დღესასწაული, დღეს ანთებული თითოეული სანთელი ათბობს ადამიანების გულებს და ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს კაცობრიობას
მიხარია, რომ ტრადიცია გრძელდება და ქართველები ებრაელებთან ერთად ვიზიარებთ იმ სიხარულს, რომელიც ხანუქასთან არის დაკავშირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის დიდ სინაგოგაში, ხანუქას დღესასწაულზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ისრაელს და ებრაელ ხალხს კეთილდღეობა უსურვა.
„ხანუქა არის სიკეთის ბოროტებაზე და სინათლის ბნელზე გამარჯვების დღესასწაული. დღეს კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ ჩვენ გვაქვს თანაცხოვრების, მეგობრობის, ურთიერთსიყვარულის 26-საუკუნოვანი ტრადიცია, რომელიც ჩვენს ხალხებს აკავშირებს. ეს არის უნიკალური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ეს არის ის მემკვიდრეობა, რომელიც შემოგვინახეს ჩვენმა წინაპრებმა და ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ამ განსაკუთრებულ მემკვიდრეობას და იმ განსაკუთრებულ სიყვარულს, რომელიც სუფევს ჩვენს ხალხებს შორის. ჩვენ ამას ძალიან ვუფრთხილდებით და მომავალშიც გავუფრთხილდებით. დღეს ანთებული თითოეული სანთელი ათბობს ადამიანების გულებს. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს კაცობრიობას. ადამიანებს სჭირდებათ მეტი სითბო გულებში და მეტი სიყვარული. მინდა სითბო, სიყვარული და კეთილდღეობა ვუსურვო ისრაელს და ებრაელ ხალხს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1765794634
ახალი ამბებინინო წილოსანი: ფარსია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პროდასავლური პარტიაა და ისინი რუსეთს ებრძვიან
„ნაციონალური მოძრაობა“ არის სრული ფარსი. ფარსია ის, რომ ის პროდასავლური პარტიაა და ისინი რუსეთს ებრძვიან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა. დეპუტატი გამოეხმაურა...
1765792595
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვები პუნქტი - „ქუთაისის აეროპორტში“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების, მათ შორის ოქროს ზოდებისა და ვერცხლის მონეტების შემოტანის 5 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინი...
1765792171
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: ბრიუსელიდან გაკეთებული განცხადებები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე, ხელისუფლების ლეგიტიმაციასა და ქვეყნის „ევროპულ გზაზე დაბრუნებაზე“ სცილდება პარტნიორული ურთიერთობის ჩარჩოებს
ბოლო პერიოდში დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებები ცხადყოფს მათ სურვილს, უხეშად ჩაერიონ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ბრიუსელიდან გაკეთებული განცხადებები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე, ხ...
1765790275
ახალი ამბები„წვიმა, თოვლი და ყინვა“ - უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-17 დეკემბერს საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, ხოლო 18 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. სინოპტიკოსების ცნობით, თბილისში უმეტესად უნალე...
1765788414
ახალი ამბები„ამ მედია გამომცემლობების სახელები FARA-ს დოკუმენტებში ფიგურირებს და პირდაპირ დაკავშირებულია „ნაცმოძრაობის“ მიერ გადახდილ მილიონ ლართან“ - პარლამენტის ვიცე-სპიკერი საქართველოს წინააღმდეგ უცხოური მედიის სტატიებს აქვეყნებს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი საქართველოს წინააღმდეგ უცხოური მედიის სტატიების სათაურებს აქვეყნებს. ნინო წილოსანი წერს, რომ გამომცემლობები „ფარას“ დოკუმენტებში ფიგურირებს და ისინი დაკავშირებულია „ნაციონალურ...































