კახა კალაძე: ჩემი ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრე ქართველი ხალხის სიყვარულია. ეს შემთხვევით არ მოსულა. არავის მივცემ იმის უფლებას, რომ ეს ყველაფერი შელახოს
თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ პირდაპირ ეთერში ოპონენტების მიერ მუნიციპალიტეტის მერიისადმი გამოთქმულ ბრალდებებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ არც ოპოზიციას და არც მის მიერ მართულ მედიას რეალური არგუმენტი არ გააჩნია და მხოლოდ ცილისწამებით არიან დაკავებულები.
„ისინი არჩევნების დროსაც ღიად საუბრობდნენ, რომ თუ გაიმარჯვებდნენ, პარალიზებას გაუკეთებდნენ ქალაქს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს გააჩერებდნენ და ა.შ. ეს პირდაპირ ეთერში თქვეს. ჩვენ ვსაუბრობდით, როგორ ვხედავდით ქალაქის განვითარებას, გამოწვევებს. ხალხი ამას ხედავს. შემთხვევით არ არის, რომ თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი მესამედ დაგვიჭირა. მახსოვს, 2017 წელს რა დამოკიდებულება იყო დედაქალაქში მერიის მიმართ. მთელი წლების განმავლობაში ბინძური კამპანია მიმდინარეობდა ყოფილი მერის, დავით ნარმანიას წინააღმდეგ. მიზანმიმართულად ცრუობდნენ, რომ ქალაქში გაჩერებული იყო მშენებლობები. 2017 წლიდან დღემდე, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი გამორჩეული უწყებაა გამჭირვალობის, გადაწყვეტილებების მიღების, განხორციელებული პროექტების კუთხით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მანვე განმარტა, რომ ბრალდება კონკრეტულ დეველოპერულ კომპანიასთან მისი კავშირების შესახებ ასევე პოლიტიკური სპეკულაციაა.
„2013 წელს ენერგეტიკის მინისტრობის დროს საუბრობდნენ, თითქოს მქონდა 13 ojax და 6 თბოელექტროსადგური. მაშინ, როდესაც სულ 2 თბოელექტროსადგური ჰქონდა სახელმწიფოს. ასეთი სიცრუე, სიბინძურე ჩემთან დაკავშირებით მუდმივად იყო. „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია ჩემი ბავშვობის მეგობარია, მაგრამ მან 2005 წლიდან დაიწყო ბიზნესი. ამ დროს, მილანში ვთამაშობდი და არანაირი შეხება მის ბიზნესთან არც მაშინ და არც ახლა არ მაქვს.ყველანაირი სიბინძურე მაკადრეს, ჩემს ოჯახზე, ჩემს მეუღლეზე, შვილებზე. ადამიანმა რომ ნახოს, ჩემს მეუღლეს რეებს წერდნენ, რომ მე აუცილებლად უნდა გამშორებოდა, რაღაც კუბოები, რაღაც სისულელეები... წარმოუდგენელია უბრალოდ - ეს არის ბოროტება. ეს არის კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანები შანტაჟის ქვეშ ამყოფონ. თუმცა, მე ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ყველა ჩემს ქმედებაზე ვარ პასუხისმგებელი. უბედნიერესი ვარ, მყავს კარგი ოჯახი, ძალიან მიყვარს ჩემი მეუღლე და შვილები. ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, ჩემი ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრე ქართველი ხალხის სიყვარულია. ეს შემთხვევით არ მოსულა. არავის მივცემ იმის უფლებას, რომ ეს ყველაფერი შელახოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1775074315
საზოგადოებაწულუკიანი რადიკალებზე: ყველა უცხოელს სიამოვნებს, როდესაც ვიღაც ქართველი ჩადის და ჭკუას ეკითხება. ისინიც ადამიანები არიან, სიამოვნებთ როდესაც ჩავა ვიღაც და ეუბნება, რომ ხომ კარგი ბიჭი ვარ, კარგი გოგო ვარ, როგორც მეტყვი, ისე მოვიქცევი
„ყველა უცხოელს სიამოვნებს, როდესაც ვიღაც ქართველი ჩადის და მას ჭკუას ეკითხება. ისინიც ადამიანები არიან და სიამოვნებთ, როდესაც ჩავა ვიღაც და ეუბნება, რომ ხომ კარგი ბიჭი ვარ, ხომ კარგი გოგო ვარ და როგორ...
1775074290
საზოგადოებაწულუკიანი: როგორც ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ზოგ სახელმწიფოს არ მოსწონს, ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა შესაძლოა რაღაც ძალებს არ მოსწონდეთ, ამიტომ დიდი სიფრთხილით უნდა მოვიქცეთ
ჩვენი ეკლესია არის დამოუკიდებელი და როგორც ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ზოგ სახელმწიფოს არ მოსწონს, ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა შესაძლოა რაღაც ძალებს, სახ...
1775074229
საზოგადოებათეა წულუკიანი ოპოზიციაზე: 26 მაისი მათთვის არის პოლიტიკურად მძიმე თარიღი, ეს ის დღეა, როცა მათ სისხლით მორწყეს რუსთაველის გამზირი
ისევ იგივე წრეზე ტრიალებენ და აპირებენ რაღაც ტიპის მუხტის თუ პროტესტის ჩვენებას, ჩვენ უკვე დავიღალეთ მათი ამდენი წარუმატებლობის ყურებით, ბოლოს და ბოლოს ადამიანები არიან ისინიც, ამდენს წვალობენ და შედე...
1775074187
საზოგადოებათეა წულუკიანი რადიკალების მხრიდან საპატრიარქოს წინააღმდეგ კამპანიაზე: ჩემი აზრით, ეს კამპანია იმ მიზანს ისახავს, რა მიზანსაც აქამდე და მრავალი წლის მანძილზე ისახავდა. ეს არის ჩვენი დამოუკიდებელი, ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია
„ჩემი აზრით, ეს კამპანია იმ მიზანს ისახავს, რა მიზანსაც აქამდე და მრავალი წლის მანძილზე ისახავდა. ეს არის ჩვენი დამოუკიდებელი, ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლ...
1775074155
საზოგადოებათეა წულუკიანი: რეპუტაციაშელახული ხალხი ცდილობს გარდაცვალების შემდეგაც მიაყენოს ზიანი მის ხსოვნას და შერყვნას პროცესი, რომელიც წმინდა სინოდში უნდა გაიმართოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ
რეპუტაციაშელახული ხალხი ცდილობს გარდაცვალების შემდეგაც მიაყენოს ზიანი მის ხსოვნას და შერყვნას პროცესი, რომელიც წმინდა სინოდში უნდა გაიმართოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ და დარწმუნებულია ვარ ამას ვერც მ...


























