წულუკიანი რუბიოს ზარზე: ეს ზარი და თვითონ ფაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, შინაარსიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ ფრთხილი იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები გაჯანსაღდება
ეს ზარი და თვითონ ფაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, შინაარსიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ ფრთხილი იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები გაჯანსაღდება. სხვაგვარად ვერც იქნება, ეს დროის საკითხია, ჩვენ გვსურს, რომ ეს იყოს რაც შეიძლება მალე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის შემდგარ სატელეფონო ზარზე საუბრისას.
თეა წულუკიანი მარკო რუბიოს ზართან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციებსაც გამოეხმაურა.
„შეიძლება არ გიხაროდეს, რომ მსოფლიოში და რეგიონში არსებულ უმძიმეს ვითარებაში შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ურეკავს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი? ეს საუბარი იძლევა იმედს იმისა, რომ გაჭიანურებული პროცესის ჯანსაღ ტალღაზე გადაყვანის მომენტი დგება. ეს არ გაგიხარდეს, ეს ძალიან მძიმე დიაგნოზია ნებისმიერი ქართველისთვის. ისინი ასე ვერ მოიმხრობენ ამომრჩეველს, ამომრჩეველიც იზრდება, სწავლობს, ბევრი რამე ნახა ამომრჩეველმა და ამიტომ ამგვარ არასერიოზულობას აღარ სცემს პატივს და არ ხდება ამის მომხრე. ამ ძალებმა ეს ვერ გაიგეს. ნაცვლად იმისა, რომ შინაარსობრივი კითხვები დაესვათ, ნაწილმა ვითოვ ვერ გაიგო, ნაწილმა დააკნინა თუ გააუბრალოვა. მთავარი არის ის, რომ ეს ზარი და თვითონ ფაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შინაარსიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ ფრთხილი იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები გაჯანსაღდება. სხვაგვარად ვერც იქნება, ეს დროის საკითხია, ჩვენ გვსურს რომ ეს იყოს რაც შეიძლება მალე.
1775074315
საზოგადოებაწულუკიანი რადიკალებზე: ყველა უცხოელს სიამოვნებს, როდესაც ვიღაც ქართველი ჩადის და ჭკუას ეკითხება. ისინიც ადამიანები არიან, სიამოვნებთ როდესაც ჩავა ვიღაც და ეუბნება, რომ ხომ კარგი ბიჭი ვარ, კარგი გოგო ვარ, როგორც მეტყვი, ისე მოვიქცევი
„ყველა უცხოელს სიამოვნებს, როდესაც ვიღაც ქართველი ჩადის და მას ჭკუას ეკითხება. ისინიც ადამიანები არიან და სიამოვნებთ, როდესაც ჩავა ვიღაც და ეუბნება, რომ ხომ კარგი ბიჭი ვარ, ხომ კარგი გოგო ვარ და როგორ...
1775074290
საზოგადოებაწულუკიანი: როგორც ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ზოგ სახელმწიფოს არ მოსწონს, ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა შესაძლოა რაღაც ძალებს არ მოსწონდეთ, ამიტომ დიდი სიფრთხილით უნდა მოვიქცეთ
ჩვენი ეკლესია არის დამოუკიდებელი და როგორც ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ზოგ სახელმწიფოს არ მოსწონს, ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა შესაძლოა რაღაც ძალებს, სახ...
1775074229
საზოგადოებათეა წულუკიანი ოპოზიციაზე: 26 მაისი მათთვის არის პოლიტიკურად მძიმე თარიღი, ეს ის დღეა, როცა მათ სისხლით მორწყეს რუსთაველის გამზირი
ისევ იგივე წრეზე ტრიალებენ და აპირებენ რაღაც ტიპის მუხტის თუ პროტესტის ჩვენებას, ჩვენ უკვე დავიღალეთ მათი ამდენი წარუმატებლობის ყურებით, ბოლოს და ბოლოს ადამიანები არიან ისინიც, ამდენს წვალობენ და შედე...
1775074187
საზოგადოებათეა წულუკიანი რადიკალების მხრიდან საპატრიარქოს წინააღმდეგ კამპანიაზე: ჩემი აზრით, ეს კამპანია იმ მიზანს ისახავს, რა მიზანსაც აქამდე და მრავალი წლის მანძილზე ისახავდა. ეს არის ჩვენი დამოუკიდებელი, ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია
„ჩემი აზრით, ეს კამპანია იმ მიზანს ისახავს, რა მიზანსაც აქამდე და მრავალი წლის მანძილზე ისახავდა. ეს არის ჩვენი დამოუკიდებელი, ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლ...
1775074155
საზოგადოებათეა წულუკიანი: რეპუტაციაშელახული ხალხი ცდილობს გარდაცვალების შემდეგაც მიაყენოს ზიანი მის ხსოვნას და შერყვნას პროცესი, რომელიც წმინდა სინოდში უნდა გაიმართოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ
რეპუტაციაშელახული ხალხი ცდილობს გარდაცვალების შემდეგაც მიაყენოს ზიანი მის ხსოვნას და შერყვნას პროცესი, რომელიც წმინდა სინოდში უნდა გაიმართოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ და დარწმუნებულია ვარ ამას ვერც მ...



























