კახა კალაძე: რუსთაველის გამზირი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო, მოწესრიგებული, განახლებული და ძალიან ლამაზი გამზირი
„რუსთაველის გამზირი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო, მოწესრიგებული, განახლებული, ძალიან ლამაზი გამზირი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ღამის კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, დედაქალაქის მთავარი გამზირის რეაბილიტაციის პროექტი მაისში დაიწყება და, დაახლოებით, ოთხი თვე გაგრძელდება.
„ყველას ძალიან გვიყვარს ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი, რომელიც, რა თქმა უნდა, არ იმსახურებს იმას, რომ ასეთ მდგომარეობაში იყოს რუსთაველის გამზირი.
ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს მიწისქვეშა კომუნიკაციები, რაც საავტომობილო გზას და გამზირზე არსებულ შენობა-ნაგებობებს უდიდეს პრობლემას უქმნის. მიწის ქვემოთ ინფრასტრუქტურა მთლიანად ამორტიზებულია. პირველი, რაც გაკეთდება, სწორედ ეს ინფრასტრუქტურა განახლდება, ასევე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა, ხოლო შემდეგი ეტაპი იქნება შენობა-ნაგებობების სრული რეაბილიტაცია – განახლება.
რუსთაველის გამზირი ერთ-ერთი საუკეთესო, მოწესრიგებული, განახლებული, ძალიან ლამაზი გამზირი იქნება. სამუშაოები დაიწყება მაისში და, დაახლოებით, ოთხი თვე დასჭირდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
1775074315
საზოგადოებაწულუკიანი რადიკალებზე: ყველა უცხოელს სიამოვნებს, როდესაც ვიღაც ქართველი ჩადის და ჭკუას ეკითხება. ისინიც ადამიანები არიან, სიამოვნებთ როდესაც ჩავა ვიღაც და ეუბნება, რომ ხომ კარგი ბიჭი ვარ, კარგი გოგო ვარ, როგორც მეტყვი, ისე მოვიქცევი
„ყველა უცხოელს სიამოვნებს, როდესაც ვიღაც ქართველი ჩადის და მას ჭკუას ეკითხება. ისინიც ადამიანები არიან და სიამოვნებთ, როდესაც ჩავა ვიღაც და ეუბნება, რომ ხომ კარგი ბიჭი ვარ, ხომ კარგი გოგო ვარ და როგორ...
1775074290
საზოგადოებაწულუკიანი: როგორც ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ზოგ სახელმწიფოს არ მოსწონს, ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა შესაძლოა რაღაც ძალებს არ მოსწონდეთ, ამიტომ დიდი სიფრთხილით უნდა მოვიქცეთ
ჩვენი ეკლესია არის დამოუკიდებელი და როგორც ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ზოგ სახელმწიფოს არ მოსწონს, ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა შესაძლოა რაღაც ძალებს, სახ...
1775074229
საზოგადოებათეა წულუკიანი ოპოზიციაზე: 26 მაისი მათთვის არის პოლიტიკურად მძიმე თარიღი, ეს ის დღეა, როცა მათ სისხლით მორწყეს რუსთაველის გამზირი
ისევ იგივე წრეზე ტრიალებენ და აპირებენ რაღაც ტიპის მუხტის თუ პროტესტის ჩვენებას, ჩვენ უკვე დავიღალეთ მათი ამდენი წარუმატებლობის ყურებით, ბოლოს და ბოლოს ადამიანები არიან ისინიც, ამდენს წვალობენ და შედე...
1775074187
საზოგადოებათეა წულუკიანი რადიკალების მხრიდან საპატრიარქოს წინააღმდეგ კამპანიაზე: ჩემი აზრით, ეს კამპანია იმ მიზანს ისახავს, რა მიზანსაც აქამდე და მრავალი წლის მანძილზე ისახავდა. ეს არის ჩვენი დამოუკიდებელი, ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია
„ჩემი აზრით, ეს კამპანია იმ მიზანს ისახავს, რა მიზანსაც აქამდე და მრავალი წლის მანძილზე ისახავდა. ეს არის ჩვენი დამოუკიდებელი, ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლ...
1775074155
საზოგადოებათეა წულუკიანი: რეპუტაციაშელახული ხალხი ცდილობს გარდაცვალების შემდეგაც მიაყენოს ზიანი მის ხსოვნას და შერყვნას პროცესი, რომელიც წმინდა სინოდში უნდა გაიმართოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ
რეპუტაციაშელახული ხალხი ცდილობს გარდაცვალების შემდეგაც მიაყენოს ზიანი მის ხსოვნას და შერყვნას პროცესი, რომელიც წმინდა სინოდში უნდა გაიმართოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ და დარწმუნებულია ვარ ამას ვერც მ...



























