მარიამ ქვრივიშვილი: ვხედავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება
„ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა 2026 წლის 9 თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველო მშვიდობას და პროგნოზირებად გარემოს ინარჩუნებს, რაც მისი თქმით, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება თითოეული დარგის დივერსიფიცირებულად და მდგრადად განვითარებას. სასიხარულოა, რომ ვხედავთ აღნიშნული მიმართულებით განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება ვაჭრობის მიმართულებით, განათლების, ისევე როგორც IT სექტორში. ტრანსპორტის და ლოგისტიკის სექტორს განსაკუთრებული წვლილი შეაქვს, ისევე როგორც ტურიზმის სექტორს, მიუხედავად რეგიონული გამოწვევებისა.
მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას და პროგნოზირებად გარემოს, რაც როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის არის დამატებითი სტიმული იმისთვის, რომ მათ განაგრძონ საქართველოში ინვესტირება, განაგრძონ ბიზნესის განვითარება, რაც, ბუნებრივია, ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ტენდენციის ზრდას, ისევე როგორც ეკონომიკურ ზრდას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.წინასწარი შეფასებით, 2026 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.4 პროცენტით განისაზღვრა.
1793360996
საზოგადოებასაქართველოს ეკონომიკა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6%-ით, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში კი 7,4%-ით გაიზარდა
საქართველოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ 6%-ით გაიზარდა, 2026 წლის იანვარ-სექტემბრის საშუალო რეალური ზრდა კი 7.4%-ია. წინასწარი მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გა...
1793354255
საზოგადოებასაქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის შეთანხმებები გაფორმდა
საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის შეთანხმებები გაფორმდა. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მო...
1793353351
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი, ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სემეკთან, თუმცა უნდა დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას
„გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ საკითხზე სემეკთან კ...
1793352618
საზოგადოებაირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძეზე: თუ იქნება მისი მხრიდან სინანულის გამოხატულება, მონანიება, აღიარება, ძალიან მარტივად დატოვებს საპატიმროს, პრინციპულად ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს
„თუ იქნება მისი მხრიდან სინანულის გამოხატულება, მონანიება, აღიარება, ამ შემთხვევაში ის ძალიან მარტივად დატოვებს საპატიმროს, ყოველგვარი მოთხოვნა უპირობო გათავისუფლების შესახებ, პრინციპულად ეწინააღმდეგე...
1793351819
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არ შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ გვარამიას განცხადებებზე, ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ, თუმცა საზოგადოება ხედავს, რამდენად მყარია ის სარჩელი, რომელიც წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში
შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც სასამა...

























