ირაკლი ზარქუა: ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს ბიუჯეტს ელემენტარული რესურსებიც კი არ ჰქონდა, პირადი სახსრებით აფინანსებდა ქართულ ჯარს, პოლიციას, პედაგოგებსა და ათიათასობით საჯარო მოხელეს

„ბიძინა ივანიშვილმა წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განვითარებას დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი მოახმარა, საკუთარი ქონების უდიდესი ნაწილი ფონდ „ქართუს“ გადასცა, რომელიც დღემდე არაერთ მნიშვნელოვან საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს. ამასთანავე, მისი პირადი შემოსავლის 80 პროცენტზე მეტი კვლავ ეროვნულ და საზოგადოებრივ საქმეს ხმარდება“, - წერს სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრი, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა.

ზარქუას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში, როდესაც ბიუჯეტს რესურსები არ ჰქონდა, ბიძინა ივანიშვილი პირადი სახსრებით აფინანსებდა ჯარს, პოლიციას, პედაგოგებსა და საჯარო მოხელეებს.

„დიდად არ გამოვირჩევი სოც. ქსელებში აქტიურობით, თუმცა ამ უსამშობლოების უსამართლო განცხადებას გვერდს ვერ ავუვლიდი. გარე პატრონების მიერ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერად წარმოჩენილ რადიკალ ნიკა გვარამიას უთქვამს, თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ჩვენი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს გადასახადების გადახდას არ სთხოვდა და ამასთანავე, ქველმოქმედების განხორციელებაში უწყობდა ხელს, რაც მისი შეფასებით, გრძელვადიანი საარჩევნო კამპანიის ნაწილი ყოფილა.
გვარამიასა და მისნაირი პოლიტიკური ფიგურებისგან ბევრი რამ აღარ გვიკვირს, თუმცა როდესაც ასე მარტივად გადასამოწმებელ ფაქტებს ამახინჯებენ, საკუთარი პოლიტიკური არაკომპეტენტურობის კიდევ ერთხელ დემონსტრირებასაც ვერ აცნობიერებენ.

ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა კულტურის, სპორტის, ჯანდაცვის, მეცნიერებისა და პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედება გასწია. უფრო მეტიც, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს ბიუჯეტს ელემენტარული რესურსებიც კი არ ჰქონდა, ქვეყნის ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ბიძინა ივანიშვილი პირადი სახსრებით აფინანსებდა ქართულ ჯარს, პოლიციას, პედაგოგებსა და ათიათასობით საჯარო მოხელეს.

მისი დაფინანსებით აშენდა და განახლდა დაახლოებით 400 სკოლა, შეიქმნა ქართული ძალოვანი სტრუქტურების ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა და რაც მთავარია, ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაცვლად, პირადი სახსრებით ფინანსდებოდა არაერთი აუცილებელი საჯარო მიმართულება. ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ, როდესაც მისი ქონება უცხოეთში იყო დაგროვილი და საქართველოში მას პირადი კომერციული საქმიანობით შემოსავალი არ მიუღია.

საქართველოში ყველამ, მათ შორის, ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმაც, კარგად იცის ამ მასშტაბური ქველმოქმედების შესახებ. ბიძინა ივანიშვილმა წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განვითარებას დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი მოახმარა, საკუთარი ქონების უდიდესი ნაწილი ფონდ „ქართუს“ გადასცა, რომელიც დღემდე არაერთ მნიშვნელოვან საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს. ამასთანავე, მისი პირადი შემოსავლის 80 პროცენტზე მეტი კვლავ ეროვნულ და საზოგადოებრივ საქმეს ხმარდება.

ამ ფაქტებს ვერც ნიკა გვარამია აუვლის გვერდს. თუმცა, პოლიტიკური არაკეთილსინდისიერება იმდენად შორს მიდის, რომ ის ამ მასშტაბური ქველმოქმედების დისკრედიტაციასაც კი ცდილობს. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც ვერ გაითვალისწინა, რომ ასეთი მარტივად გასაბათილებელი ბრალდებით თავადვე აღმოჩნდებოდა წაგებული!“, - წერს ირაკლი ზარქუა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793356457

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ვხედავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება

„ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა 2026 წლის 9 თვის ეკონომიკური ზრ...

მარიამ ქვრივიშვილი:

1793354255

საზოგადოება

საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის შეთანხმებები გაფორმდა

საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის შეთანხმებები გაფორმდა. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მო...

საქართველო-აზერბაიჯანი

1793353351

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი, ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სემეკთან, თუმცა უნდა დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას

„გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ საკითხზე სემეკთან კ...

ირაკლი კობახიძე

1793352618

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძეზე: თუ იქნება მისი მხრიდან სინანულის გამოხატულება, მონანიება, აღიარება, ძალიან მარტივად დატოვებს საპატიმროს, პრინციპულად ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს

„თუ იქნება მისი მხრიდან სინანულის გამოხატულება, მონანიება, აღიარება, ამ შემთხვევაში ის ძალიან მარტივად დატოვებს საპატიმროს, ყოველგვარი მოთხოვნა უპირობო გათავისუფლების შესახებ, პრინციპულად ეწინააღმდეგე...

ირაკლი კობახიძე

1793351819

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ გვარამიას განცხადებებზე, ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ, თუმცა საზოგადოება ხედავს, რამდენად მყარია ის სარჩელი, რომელიც წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში

შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც სასამა...

ირაკლი კობახიძე