გიორგი კახიანი: გვარამიამ სინანული იმაზე კი არ გამოთქვა, ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს სისტემურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები, არამედ რა ქველმოქმედებასაც ბიძინა ივანიშვილი ეწეოდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა, „კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ მან სინანული „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევაზე კი არ გამოთქვა, არამედ, იმაზე, „ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ბიუჯეტს ეხმარებოდა, რათა საჯარო მოხელეებისთვის ხელფასები გადაეხადათ.
კახიანის განმარტებით, რეალურად, ოპოზიციის წარმომადგენლებს ანაღვლებთ ის, რომ ბიძინა ივანიშვილს დიდი მხარდაჭერა აქვს და საზოგადოებაში დიდი პატივისცემით სარგებლობს.
„ბატონმა გვარამიამ სინანული იმაზე კი არ გამოთქვა, რომ ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს სისტემურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები, არამედ, სინანული გამოთქვა იმაზე, რომ თურმე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი როგორ ეხმარებოდა მაშინ ბიუჯეტს, რომელიც ფაქტობრივად იყო გაღლეტილი, რომ ხელფასები გადაეხადათ, მაგალითად, პოლიციელებისთვის, მასწავლებლებისთვის. ასევე, მან, როგორც ჩანს, სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რა ქველმოქმედებასაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ეწეოდა ჩვენი ქვეყნისთვის - უამრავი პროექტი და პროგრამა, რომელიც მის მიერ ფინანსდებოდა. როგორც ჩანს, ეს ანაღვლებთ მათ რეალურად: ანაღვლებთ ის, რომ ბიძინა ივანიშვილს საზოგადოებაში აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა და იგი ჩვენი საზოგადოების დიდი პატივისცემით სარგებლობს," - აღნიშნა გიორგი კახიანმა.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში გუშინ განაცხადა: "[წინა ხელისუფლებას] ვემიჯნები იმაში, რომ ერთ კონკრეტულ პირს არასდროს ახდევინებდა გადასახადებს და დააგროვებინა ასობით მილიონი. ვემიჯნები იმაში, რომ ამ კონკრეტულ პირს ბიუჯეტიდან მოპარული ფულით ვითომ ქველმოქმედება აწარმოებინა, რომელიც სინამდვილეში აღმოჩნდა გრძელვადიანი საარჩევნო კამპანია. ეს ერთადერთი პირი, სხვათა შორის, არის ბიძინა ივანიშვილი".
1793356457
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ვხედავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება
„ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა 2026 წლის 9 თვის ეკონომიკური ზრ...
1793354255
საზოგადოებასაქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის შეთანხმებები გაფორმდა
საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის შეთანხმებები გაფორმდა. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მო...
1793353351
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი, ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სემეკთან, თუმცა უნდა დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას
„გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ საკითხზე სემეკთან კ...
1793352618
საზოგადოებაირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძეზე: თუ იქნება მისი მხრიდან სინანულის გამოხატულება, მონანიება, აღიარება, ძალიან მარტივად დატოვებს საპატიმროს, პრინციპულად ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს
„თუ იქნება მისი მხრიდან სინანულის გამოხატულება, მონანიება, აღიარება, ამ შემთხვევაში ის ძალიან მარტივად დატოვებს საპატიმროს, ყოველგვარი მოთხოვნა უპირობო გათავისუფლების შესახებ, პრინციპულად ეწინააღმდეგე...
1793351819
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არ შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ გვარამიას განცხადებებზე, ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ, თუმცა საზოგადოება ხედავს, რამდენად მყარია ის სარჩელი, რომელიც წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში
შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც სასამა...


























