მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზი ათ ღვაწლმოსილ პედაგოგს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გადასცა.

მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს და მომავალი თაობების აღზრდაში პედაგოგთა როლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულები არიან:

  • ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი - ელისო აბრამიშვილი
  • თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის №3 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი - მირანდა ხაჯიშვილი
  • ლევან გოთუას სახელობის ქალაქ რუსთავის №17 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ნინო ლარცულიანი
  • ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის №2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ნარგიზი თავართქილაძე
  • თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ცისანა დოლიძე
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი - გვანცა ჭაბუკიანი
  • აფხაზეთის №5 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი - რუსუდან ლომთაძე
  • ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი - მზიური შავაძე
  • ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის, მასწავლებელი - იამზე მსხვილიძე
  • ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი - დავით ნიშნიანიძე.

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების ღონისძიება საზეიმო კონცერტით დაიხურა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული დღე 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით დაწესდა.

ამ თარიღთან დაკავშირებით უკვე მეოთხე წელია გამორჩეულ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია: სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო – 10 000 ლარი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793170811

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ქუთაისში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ქუთაისში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მომავლ...

შალვა პაპუაშვილი

1793169315

ახალი ამბები

დავით სონღულაშვილი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ბორდის დირექტორს დავით მორისონს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ბორდის დირექტორს დავით მორისონს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარები...

დავით სონღულაშვილი

1793167496

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელზე: ჩვენი სარჩელი ერთმნიშვნელოვნად მყარ მტკიცებულებებზე არის დაფუძნებული

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან ფაქტების დამახინჯების მცდელობებისა, სარჩელი ერთმნიშვნელოვნად მყარ...

თორნიკე ჭეიშვილი

1793166105

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის ფარგლებში ჰანს კლუგეს მიწვევით გამართულ შეხვედრას დაესწრო

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, კოპენჰაგენში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიაში მონაწილეობს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამი...

მიხეილ სარჯველაძე

1793163690

ახალი ამბები

გია ვოლსკი თამარ ჩერგოლეიშვილისა და ეკა გიგაურის დაპირისპირებაზე: არათუ ერთნი იყვნენ, დღესაც ერთნი არიან, უბრალოდ ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვის უფრო მეტი საშუალება გააჩნია, რომ ქვეყანას ზარალი მიაყენოს

„არათუ ერთნი იყვნენ, დღესაც ერთნი არიან, უბრალოდ ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვის უფრო მეტი საშუალება გააჩნია, რომ ქვეყანას ზარალი მიაყენოს“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სოციალურ ქს...

გია ვოლსკი