მიხეილ დუნდუა: მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წლიდან წლამდე აძლიერებს თავის პოზიციებს და კეთილდღეობის უფრო მაღალ დონეს აფიქსირებს, ვიდრე ადრე ჰქონდა დაფიქსირებული

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წლიდან წლამდე აძლიერებს თავის პოზიციებს და კეთილდღეობის უფრო მაღალ დონეს აფიქსირებს, ვიდრე ადრე ჰქონდა დაფიქსირებული, - განუცხადა „იმედის კვირას“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ.

დუნდუას თქმით, საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 75,5% მიიღო.

„ეს მისი ახალი ისტორიული მაქსიმუმია ამ ინდექსის მიხედვით და ინდექსის 12 წლიანი გაუმჯობესებით, 12 წლიანი პროგრესით კეთილდღეობის გაუმჯობესებისა, საქართველო არის მსოფლიოში პირველ ადგილზე. უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ რამდენიმე ქვეყანას. ევროკავშირის წევრ ბულგარეთს და ნატო-ს წევრ ქვეყნებს, როგორიცაა თურქეთი, როგორიცაა მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წლიდან წლამდე აძლიერებს თავის პოზიციებს და კეთილდღეობის უფრო მაღალ დონეს აფიქსირებს, ვიდრე ადრე ჰქონდა დაფიქსირებული“, - აღნიშნა მან.

მიხეილ დუნდუას თქმითვე, 41 ქვეყანა არის კეთილდღეობის მაღალი დონისა და საშუალო დონის არის 41 ქვეყნის შემდგომ პოზიციებზე მყოფი.

„ჩვენ ექვსი საფეხური გვაკლია იმისთვის, რომ გადავიდეთ მაღალი კეთილდღეობის შეფასებაზე. ჩვენ რამდენიმე წელიწადში უნდა მივაღწიოთ კეთილდღეობის არსებითად გაუმჯობესებულ დონეს. გარდა ამისა, მხოლოდ ატლანტიკური საბჭო არ არის ერთადერთი საზომი და მეტრი ამ საკითხების. არის, ვთქვათ სავალუტო ფონდი, არის მსოფლიო ბანკი და თუ მათ თანამედროვე პროგნოზებს შევხედავთ, ცხადი ხდება, რომ დაახლოებით 2028 წლისათვის საქართველო უნდა გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. ამ სტატუსის მატარებელი ქვეყანა“, - განაცხადა მან.

„ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსების საფუძველზე 2026 წლის ატლასი გამოაქვეყნა. თავისუფლების ინდექსით საქართველოს ზომიერი თავისუფლების, ხოლო კეთილდღეობის ინდექსით ზომიერი კეთილდღეობის მქონე ქვეყნის სტატუსი კვლავინდებურად გაიმყარა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776622302

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე პეტრე კვლავ შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური განცხადებებით გამოვიდა პატრიარქის მისამართით და ძალიან საკვირველია, როდესაც ელემენტარული კულტურის ნორმებია დასაცავი

მეუფე პეტრე კვლავ შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური განცხადებებით გამოვიდა პატრიარქის მისამართით და ძალიან საკვირველია, როდესაც ელემენტარული კულტურის ნორმებია დასაცავი, - განუცხადა „იმედის კვირას“ საპატ...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

1776620802

საზოგადოება

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე პეტრე ცაავაზე: განცხადება, რომ ის არ ნანობს თავის საქციელს პატრიარქთან მიმართებით, სრულიად გამაოგნებელია

განცხადება, რომ ის არ ნანობს თავის საქციელს პატრიარქთან მიმართებით, სრულიად გამაოგნებელია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ პეტრე ცაავაზე საუბრისას. მისივე თქმით...

გიორგი ზვიადაძე

1776616569

მსოფლიო

ლეკაშენკო აშშ-სთან შეთანხმების ხელმოწერის მზადყოფნას გამოთქვამს

ბელარუსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზად არის შეერთებულ შტატებთან მნიშვნელოვანი შეთანხმებისთვის, თუმცა მისი შესაძლო შეხვედრა თეთრი სახლის პრეზიდენტთან არ უნდა ჰგავდეს ვასალსა და იმპერატორს შორის შეხვედ...

ლეკაშენკ

1776614230

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი Trump Tower Tbilisi-ის მშენებლობაზე: უზარმაზარი ინვესტიციაა და საგანგებოდ მნიშვნელოვანია ის თემაც, რომ ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ინვესტიციაც არის

უზარმაზარი ინვესტიციაა და საგანგებოდ მნიშვნელოვანია ის თემაც, რომ ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ინვესტიციაც არის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, რომელიც გ...

გიორგი ვოლსკი

1776612325

სპორტი

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან ჩემპიონატი საქართველოში ტარდებოდა - გურამ თუშიშვილი

თბილისში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ თუშიშვილი ოქროს მედალს დაეუფლა და მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი. საქართველოს ნაკრებმა კი ტურნიზე ოთხი ოქროს, ორი ვერ...

გურამ თუშიშვილი