კოტე ჟღენტი: ქართულმა საზოგადოებამ იმდენჯერ დაინახა „ენჯეოების“ დამოკიდებულება და იქიდან შეკვეთილი დოკუმენტები თუ ანგარიშები, რომ საზოგადოებამაც ისწავლა, თუ რას წარმოადგენენ. ამ ყველაფერმა შელახა მათი ავტორიტეტი

რაღაცა რომ შეგელახოს, უნდა გქონდეს. აღარ არის [არასამთავრობო ორგანიზაციების] ავტორიტეტი საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილში, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ დიპლომატმა კონსტანტინე ჟღენტმა ქართული „ენჯეოების“ შელახული ავტორიტეტის ბრიუსელის მიერ აღდგენის მცდელობაზე საუბრისას.

მისივე თქმით, პოლიტიკური პროცესებიდან არა მხოლოდ მარტო პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები, არამედ საზოგადოებაც სწავლობს.

„ქართულმა საზოგადოებამ იმდენჯერ დაინახა „ენჯეოების“ დამოკიდებულება და იქიდან შეკვეთილი დოკუმენტები თუ ანგარიშები, რომ საზოგადოებამაც ისწავლა, თუ რას წარმოადგენენ. ამ ყველაფერმა შელახა მათი ავტორიტეტი. მოაზროვნე ადამიანი ერთხელ რომ დაინახავს, რომ რაც არ არის, იმას აგზავნიან და უცხოეთიდან მოდის ანგარიშის სახით, ბუნებრივია, შეელახებათ ავტორიტეტი.

არა მგონია, ევროკავშირი ფიქრობდეს, რომ „ენჯეოების“ ჩართვა აზიანებს ევროკავშირის ავტორიტეტს საქართველოს მოსახლეობის თვალში. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სწორად იქცევიან და იმ ხაზს, რასაც გვახევენ, აუცილებლად უნდა მივყვეთ. არჩევნების შედეგებსაც კი არ ცნობენ. ეუთო/ოდირმა დაადასტურა არჩევნები და მას შემდეგ ატყდა ერთი ამბავი.

რეზოლუციების შექმნის დროს აუცილებელია, რომ ქვეყნის შიგნით არსებული ინფორმაცია მიიღო და რაღაც ნაწილზე დაყრდნობით მოამზადო ანგარიში. მარტო ესენი [არასამთავრობოები] ჰყავთ მოკავშირეებად, ვინც უგზავნის ინფორმაციას. როდესაც მხოლოდ ერთ მხარეზე დაყრდნობით აცხობ ანგარიშებს, არ არის მისაღები“, - აღნიშნა კონსტანტინე ჟღენტმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776622302

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე პეტრე კვლავ შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური განცხადებებით გამოვიდა პატრიარქის მისამართით და ძალიან საკვირველია, როდესაც ელემენტარული კულტურის ნორმებია დასაცავი

მეუფე პეტრე კვლავ შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური განცხადებებით გამოვიდა პატრიარქის მისამართით და ძალიან საკვირველია, როდესაც ელემენტარული კულტურის ნორმებია დასაცავი, - განუცხადა „იმედის კვირას“ საპატ...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

1776620802

საზოგადოება

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე პეტრე ცაავაზე: განცხადება, რომ ის არ ნანობს თავის საქციელს პატრიარქთან მიმართებით, სრულიად გამაოგნებელია

განცხადება, რომ ის არ ნანობს თავის საქციელს პატრიარქთან მიმართებით, სრულიად გამაოგნებელია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ პეტრე ცაავაზე საუბრისას. მისივე თქმით...

გიორგი ზვიადაძე

1776616569

მსოფლიო

ლეკაშენკო აშშ-სთან შეთანხმების ხელმოწერის მზადყოფნას გამოთქვამს

ბელარუსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზად არის შეერთებულ შტატებთან მნიშვნელოვანი შეთანხმებისთვის, თუმცა მისი შესაძლო შეხვედრა თეთრი სახლის პრეზიდენტთან არ უნდა ჰგავდეს ვასალსა და იმპერატორს შორის შეხვედ...

ლეკაშენკ

1776614230

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი Trump Tower Tbilisi-ის მშენებლობაზე: უზარმაზარი ინვესტიციაა და საგანგებოდ მნიშვნელოვანია ის თემაც, რომ ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ინვესტიციაც არის

უზარმაზარი ინვესტიციაა და საგანგებოდ მნიშვნელოვანია ის თემაც, რომ ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ინვესტიციაც არის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, რომელიც გ...

გიორგი ვოლსკი

1776612325

სპორტი

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან ჩემპიონატი საქართველოში ტარდებოდა - გურამ თუშიშვილი

თბილისში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ თუშიშვილი ოქროს მედალს დაეუფლა და მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი. საქართველოს ნაკრებმა კი ტურნიზე ოთხი ოქროს, ორი ვერ...

გურამ თუშიშვილი