კოტე ჟღენტი: ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უნდა გააკეთოს ერთადერთი რამ - ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მოვლენებს შეხედოს რეალურად და არა აღქმების საფუძველზე, რისი იმედიც მე ნაკლებად მაქვს
ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უნდა გააკეთოს ერთადერთი რამ - ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მოვლენებს შეხედოს რეალურად და არა აღქმების საფუძველზე, რისი იმედიც მე ნაკლებად მაქვს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მრჩეველმა საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში, კოტე ჟღენტმა.
აღნიშნული განცხადებით მან უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას: „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისა და აბრეშუმის გზის პროექტების მნიშვნელობის გათვალისწინებით, ევროკავშირს ისევ სჭირდება საქართველო და ცხადია, საქართველოსაც ევროპა. ურთიერთობების გადასატვირთავად რა უნდა გააკეთოს ევროკავშირის ხელმძღვანელობამ და რა საქართველოს ხელისუფლებამ?“
როგორც კოტე ჟღენტმა აღნიშნა, შესაძლოა „ევრომორწმუნეებს“ ამის სჯერათ, მაგრამ მას არ სჯერა, რომ ხილულ მომავალში ე.წ. ევრობიუროკრატია შეიცვლება.
მისივე თქმით, თუ რეალურად შეხედავენ საქართველოში არსებულ ვითარებას და თავს დაანებებენ აგენტების გზავნილებზე დაყრდნობით ანგარიშების შექმნას, სიტუაცია შესაძლოა, მაშინ შეიცვალოს.
„ვიმეორებ, მე ამის იმედი არ მაქვს. საქართველოს რაც შეეხება, უნდა გამოვიდეს ევროილუზიიდან.
ეს პროექტები [შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისა და აბრეშუმის გზის] განხორციელდება, იქ რაიმე რადიკალური ცვლილება მოხდება თუ არა, ვინაიდან ჩვენ ახლა ვართ და საკმაო ხანს დავრჩებით, ერთადერთ გზად, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურ აქტივობას აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. ეს ჩვენზე გავლით ხორციელდება და ჩვენზე გავლით იქნება, მით უმეტეს კაბელი [შავი ზღვის], რომელიც ახლა შეიტანეს პრიორიტეტებში. ჩრდილოეთის გზა კარგა ხანს იქნება დაკეტილი, სამხრეთის გზაც ცნობილი მოვლენების გამო. ამიტომ, ჩვენ დავრჩებით“, - აღნიშნა მან.
1776622302
საზოგადოებადეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე პეტრე კვლავ შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური განცხადებებით გამოვიდა პატრიარქის მისამართით და ძალიან საკვირველია, როდესაც ელემენტარული კულტურის ნორმებია დასაცავი
მეუფე პეტრე კვლავ შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური განცხადებებით გამოვიდა პატრიარქის მისამართით და ძალიან საკვირველია, როდესაც ელემენტარული კულტურის ნორმებია დასაცავი, - განუცხადა „იმედის კვირას“ საპატ...
1776620802
საზოგადოებაპროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე პეტრე ცაავაზე: განცხადება, რომ ის არ ნანობს თავის საქციელს პატრიარქთან მიმართებით, სრულიად გამაოგნებელია
განცხადება, რომ ის არ ნანობს თავის საქციელს პატრიარქთან მიმართებით, სრულიად გამაოგნებელია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ პეტრე ცაავაზე საუბრისას. მისივე თქმით...
1776616569
მსოფლიოლეკაშენკო აშშ-სთან შეთანხმების ხელმოწერის მზადყოფნას გამოთქვამს
ბელარუსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზად არის შეერთებულ შტატებთან მნიშვნელოვანი შეთანხმებისთვის, თუმცა მისი შესაძლო შეხვედრა თეთრი სახლის პრეზიდენტთან არ უნდა ჰგავდეს ვასალსა და იმპერატორს შორის შეხვედ...
1776614230
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი Trump Tower Tbilisi-ის მშენებლობაზე: უზარმაზარი ინვესტიციაა და საგანგებოდ მნიშვნელოვანია ის თემაც, რომ ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ინვესტიციაც არის
უზარმაზარი ინვესტიციაა და საგანგებოდ მნიშვნელოვანია ის თემაც, რომ ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ინვესტიციაც არის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, რომელიც გ...
1776612325
სპორტიეს ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან ჩემპიონატი საქართველოში ტარდებოდა - გურამ თუშიშვილი
თბილისში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ თუშიშვილი ოქროს მედალს დაეუფლა და მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი. საქართველოს ნაკრებმა კი ტურნიზე ოთხი ოქროს, ორი ვერ...



























