ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი ქალების დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
ნათია თურნავამ აშშ-ში საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ქალი მმართველების დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
შეხვედრაზე მონაწილეებმა ქალთა სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულობის კუთხით არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს. მხარეებმა ისაუბრეს ქალების საბანკო მომსახურებასა და საბანკო დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაზე, მათ შორის საკრედიტო-საგარანტიო სქემების, ელექტრონული გადახდის საშუალებებზე ხელმისაწვდომობისა და კაპიტალის თანადაფინანსების საშუალებით.
დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა ასევე განიხილეს მსოფლიო ბანკის მიერ ინიციირებული მეწარმე ქალთა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პროგრამა.
შეხვედრისას ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ფინანსური სექტორის მმართველობაში გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად სებ-მა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა და განახლებული კორპორაციული მართვის კოდექსის მეშვეობით, როგორც კომერციული ბანკების, ისე მიკრობანკების სამეთვალყურეო საბჭოებში გენდერული კვოტების რაოდენობა გაიზარდა.
1776601262
ახალი ამბებიპროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 აპრილს, ერთ-ერთ სკვე...
1776600387
სპორტიილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაო მოიპოვა
ილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მეტოქე, რომელსაც სულამანიძე თბილისში მიმდინარე ტურნირზე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში უნდა შეხვედროდა, ზელიმ კოცოევი, ნახევარფინალში ჰანსოკუ-მაკეთ...
1776597923
სპორტიბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო
ბათუმში სტარტი აიღო ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატმა, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. კონტინენტის პირველობას ჩვენი ქვეყანა უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში მეორედ მასპინძლობს და ღონისძი...
1776596142
საზოგადოებამეუფე შიო: ვფიქრობთ დღეს როგორ მივაღწიოთ ამ მშვიდობას, როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება
მკვდრეთით აღდგომიდან პირველ დღესვე და შემდეგ მერვე დღესაც უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა თავის მოციქულებს და უთხრა: მშვიდობა თქვენდა. უფალი სხვა ადგილასაც ამბობს მშვიდობის შესახებ, რომ - მშვიდობას გიტოვ...
1776594605
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით „ემაარ ჯგუფის“ ინვესტიციის ირიბ ეფექტსაც. სულ რამდენიმე თვეა გასული და უკვე ტრამპის ოჯახის მფლობელობაში არსებული უმსხვილესი ბრენდი შემოდის ინვესტიციით
„ემაართან“ ერთად ტრამპის გლობალური ბრენდიც იქნება დამატებითი ინდიკატორი, რომ საქართველო არის იდეალური გარემო მსხვილი ინვესტიციებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თა...




























