ემანუელ მაკრონი: მშვიდობა ჩვენი მიზანია

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ქვეყანა მომავალი ომებისთვის უნდა მოემზადოს. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის მიმართვისას ისაუბრა.

„ჩვენი ძალაა, შევინარჩუნოთ უკრაინის ფრონტი. ჩვენი შესაძლებლობაა, ახლო და შუა აღმოსავლეთში ვიყოთ იქ, სადაც ჩვენი პარტნიორები გველოდებიან. ჩვენი უნარი, განვაგრძოთ პარტნიორობა, როგორც ეს აფრიკაში განვსაზღვრეთ და გავუმკლავდეთ 2030 წლის გამოწვევებს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ემანუელ მაკრონმა სიტყვით გამოსვლისას მსოფლიოს მიმართა და თქვა, რომ მათი მიზანია მშვიდობა, თავისუფლება და კანონის უზენაესობა და საჭიროების შემთხვევაში, სისხლის ფასადაც დაიცავენ.

„მესიჯი, რომელსაც მსოფლიოს ვუგზავნით, ასეთია: დიახ, მშვიდობა ჩვენი მიზანია, დიახ, ჩვენ ვაფასებთ თავისუფლებას და კანონის უზენაესობას და დიახ, ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ მათ დასაცავად ყოველთვის და საჭიროების შემთხვევაში, სისხლის ფასადაც კი“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784058126

მსოფლიო

ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე: განვიხილავთ ამ საკითხს - ისინი სერიოზულად ფიქრობენ ამაზე და ეს ლინდსის პატივსაცემად კეთდება, ეს მისი ინიციატივა იყო

სენატორ ლინდსი გრემის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების კანონპროექტის დამტკიცების შანსი საკმაოდ მაღალია, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციის დროს. კითხვაზე, თუ როგორია...

ტრამპი ტრამპი

1784054926

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ერაყის პრემიერ-მინისტრს განუცხადა, რომ აშშ-ის ძალები ერაყს 30 სექტემბრამდე დატოვებენ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ძალები ერაყს დატოვებენ, რადგან „ვფიქრობთ, რომ იქ ჯარი აღარ გვჭირდება“. „რაც გვაქვს, არის ის, რომ ნავთობკომპანიები უკვე შედიან (ერაყში) და ისინი ერ...

დონალდ ტრამპ

1784053427

საზოგადოება

საქართველოს მასშტაბით, სააგენტოს მიერ ამ დროისათვის უკვე დამონტაჟებულია 278 ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, ხოლო წლის ბოლომდე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურ/საგუშაგოების რაოდენობა 298 ერთეულს მიაღწევს

გარემოს ეროვნული სააგენტო ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების, თანამედროვე საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო და საპროგნოზო სისტემების დანერგვის სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებს, - ინ...

გარემოს ეროვნული სააგენტო

1784050990

საზოგადოება

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს, - ინფორმაციას ში...

მეხანძრე-მაშველებმ

1784050075

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ის დრო, როდესაც ვინმეს შეეძლო ჩვენზე თავდასხმა მძიმე საფასურის გადახდის გარეშე, დასრულდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ თეირანს აფრთხილებს, რომ ისრაელი თავის ტერიტორიაზე მიტანილ დარტყმას დამანგრეველი ძალით უპასუხებს. „ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის“, - აცხადებს ის ნ...

ბენიამინ ნეთანიაჰუ