საპროტესტო აქციები იტალიაში - სამართალდამცველებთან შეტაკებები რამდენიმე ქალაქში მოხდა
იტალიაში ათიათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა, - ამის შესახებ ANSA იუწყება.
სტუდენტები, სატვირთო მანქანების მძღოლები, ფერმერები და სხვა მუშები დიდი ქალაქების - რომის, ტურინის, პალერმოს, მილანის, ნეაპოლის - ქუჩებში გამოვიდნენ. მათ საცხოვრებელი ფასების ზრდა, განათლების ბიუჯეტის შემცირება და სამხედრო ხარჯების მატება გააპროტესტეს.
როგორც მედია წერს, ქალაქების უმეტესობაში დემონსტრაციები მშვიდობიანი იყო, თუმცა ტურინში პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა იმ მომიტინგეების დასაშლელად, რომლებიც პრეფექტურის შენობას დამცველ უსაფრთხოების კორდონებს მიუახლოვდნენ.
ტურინში ფერმერებმა ქუჩებში ნაკელი დაყარეს, ხოლო მილანში აქციის მონაწილეების ნაწილმა მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრია, რის გამოც ქალაქში უსაფრთხოების დასაცავად 500 ჯარისკაცის მობილიზება გახდა საჭირო.
სამართალდამცველებთან შეტაკებები, ასევე, მოხდა ვენეციაში. შვიდმა პოლიციელმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო საკონტროლო პუნქტების გარღვევის მცდელობისას მსვლელობის მონაწილეებთან შეტაკების შემდეგ.
რომში, კოლიზეუმთან ახლოს მასშტაბური მსვლელობა გაიმართა, სადაც მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ კარვების გაშლას და შაბათ-კვირის განმავლობაში იქ დარჩენას გეგმავდნენ. დემონსტრანტებმა ქუჩებში ნაგვის ურნები განათავსეს და ცეცხლი წაუკიდეს.
1793378931
მსოფლიოისრაელის თავდაცვის ძალები: ღაზაში ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად „ჰამასის“ ორი იარაღის საწყობი განადგურდა
ისრაელელი სამხედროების ცნობით, 29 ოქტომბერს, ღამით ღაზას სექტორში განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად „ჰამასის“ ორი იარაღის საწყობი განადგურდა. „ჰამასი“ ღაზას ცენტრში, ბურეიჯის ბანაკსა და ღაზას...
1793376881
ახალი ამბებიალუდა ღუდუშაური ოპოზიციაზე: ცალკეული სუბიექტები ცდილობენ სასამართლო ტრიბუნა აქციონ პოლიტიკურ პოლიგონად და ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის გამოიყენონ
„ჩვენ არა სამართლებრივი პაექრობის მომსწრენი ვართ, არამედ ეს არის პოლიტიკური ელემენტების, პოლიტიკური შოუს წარმართვის მცდელობა, რასაც ჩვენ ვხედავთ. ცალკეული სუბიექტები ცდილობენ სასამართლო ტრიბუნა აქციონ...
1793376225
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: 5 რადიკალური ოპოზიციური პარტიის აკრძალვის პროცესი უნდა დამთავრდეს და, შესაბამისად, ბუნებრივად გაიწმინდება პოლიტიკური ველი
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე რადიკალური პოლიტიკური პარტიების სავარაუდო აკრძალვის შემდეგ მოსალოდნელ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. დეპუტატის თქმით, პოლიტიკური სივრცე ჯანსაღმა, ხ...
1793374847
ახალი ამბებისაქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და ეროვნული ბანკის საერთაშორისო ჰაკათონზე გაიმარჯვა სტარტაპმა Goni, რომელმაც GITA-ს 20 000-ლარიანი გრანტი მოიპოვა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და ეროვნული ბანკის საერთაშორისო ჰაკათონზე გამოვლინდა გამარჯვებული სტარტაპი - Goni. გუნდის წევრებმა, თ...
1793373288
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი „ალდეს“ განცხადებაზე: ეს არის კორპორაციული მხარდაჭერა, რომელსაც დემოკრატიასთან კავშირი არ აქვს
„ეს არის კორპორაციული მხარდაჭერა, რომელსაც დემოკრატიასთან კავშირი არ აქვს“, - ასე შეაფასა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „ალდეს“ განცხ...






























