ალიევი: აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დიდი დანაკარგია ირანისთვის, ამ რთულ დღეს მოძმე ირანელ ხალხს მშვიდობას ვუსურვებთ
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირანის პრეზიდენტს აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა.
„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ღრმად დამწუხრებული ვართ ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, აიათოლა სეიდ ალი ხამენეის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
ამ მძიმე დანაკარგთან დაკავშირებით, გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას თქვენს, გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობარი ირანელი ხალხის მიმართ და მოთმინებასა და გამძლეობას გისურვებთ“, - აღნიშნულია ალიევის წერილში.
მისივე თქმით, ხამენეი მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ირანის სახელმწიფოსა და საზოგადოების ცხოვრებაში, განსაკუთრებული ადგილი ეკავა თავისი ქვეყნის პოლიტიკურ და რელიგიურ ცხოვრებაში.
„მისი სიკვდილი დიდი დანაკარგია ირანისთვის. ამ რთულ დღეს, მეგობარ და მოძმე ირანელ ხალხს მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას ვუსურვებთ“, - წერს ალიევი ირანის პრეზიდენტს მასუდ ფეზეშქიანისთვის გაგზავნილ წერილში.
1772377817
ახალი ამბებიმეუფე შიო: ჩვენი ერი მუდამ ცდილობდა, ერთგული ყოფილიყო ჭეშმარიტების და მართლმადიდებელი სარწმუნოების, ვმადლობთ უფალს, რომ დღესაც ერთგულნი ვართ მართლმადიდებელი სარწმუნოების
„ჩვენი ერი მუდამ ცდილობდა, ერთგული ყოფილიყო ჭეშმარიტების და მართლმადიდებელი სარწმუნოების. ვმადლობთ უფალს, რომ დღესაც ერთგულნი ვართ ქრისტეს ეკლესიისა, მართლმადიდებელი სარწმუნოებისა“, - ამის შესახებ საპ...
1772376697
ახალი ამბებიდღეიდან არალეგალი მიგრანტების დასაქმება აიკრძალა - მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელები ვეღარ იმუშავებენ კურიერად, ტაქსის მძღოლად და გიდად
დღეიდან არალეგალი მიგრანტების დასაქმება აიკრძალა. მთავრობის პრიორიტეტი საქართველოს მოქალაქეა. მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელები ვეღარ იმუშავებენ კურიერად, ტაქსის მძღოლად და გიდად. ბიზნესი კი ვალდებ...
1772374834
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ტრამპი არ არის კაცობრიობის მხსნელი. მისი პროექტები − Freedom, ალტერნატიული გადახდის სისტემები და სატელიტური ინტერნეტი, ტექნოლოგიური და გეოპოლიტიკური ჰეგემონიის ინსტრუმენტია
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი თავის ბლოგში მიმოიხილავს ჰიბრიდულ ომს და მასში ტექნოლოგიების როლს. ანალიტიკოსი წერს ევროკავშირის ახალ კანონებზე, რომლებიც მიმართულია არასრულწლოვნებისათ...
1772374196
ახალი ამბებიმართლმადიდებლობის ზეიმზე წმინდა სამების ტაძარში წირვა აღევლინა
ეკლესია დღეს მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს. თარიღის აღნიშვნა მერვე საუკუნეში საეკლესიო კრებაზე დაადგინეს, როდესაც ხატთაყვანისცემის შესახებ მართლმადიდებლური სწავლება დაამტკიცეს და ის სასულიერო პირე...
1772372601
ახალი ამბებიირანელმა აიათოლა შირაზიმ აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ჯიჰადი გამოაცხადა
ირანელმა აიათოლა შირაზიმ შეერთებული შტატებისა და ისრაელის წინააღმდეგ ჯიჰადი გამოაცხადა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. „მთავარი დამნაშავეები არიან აშშ-ის მთავრობა და ბოროტი სიონისტური რეჟიმი. შუ...































