დღეიდან არალეგალი მიგრანტების დასაქმება აიკრძალა - მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელები ვეღარ იმუშავებენ კურიერად, ტაქსის მძღოლად და გიდად

დღეიდან არალეგალი მიგრანტების დასაქმება აიკრძალა. მთავრობის პრიორიტეტი საქართველოს მოქალაქეა. მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელები ვეღარ იმუშავებენ კურიერად, ტაქსის მძღოლად და გიდად.

ბიზნესი კი ვალდებული იქნება საკუთარი ვაკანსიები შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემაში ატვირთოს, პარალელურად, დასაქმების სააგენტო ადგილობრივი კადრის ძიებას დაიწყებს და თუკი ვაკანტურ პოზიციაზე მოთხოვნა არ იქნება, ამის შემდეგ შეძლებს დამსაქმებელი უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებაზე განაცხადის გაკეთებას. ეს არის პასუხი იმ გამოწვევაზე, რომლის უკანაც, ქვეყანაში უკანონოდ შემოსული მიგრანტები დგანან.

შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების N3 დანართში ჩამოთვლილია ის პროფესიები და შრომითი/სამეწარმეო საქმიანობები, რომლებზეც დაწესებულია წლიური კვოტები. მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ნულოვანი კვოტა განისაზღვრა შემდეგ საქმიანობებზე: საკურიერო მომსახურება, მგზავრთა გადაყვანა და ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდება.

დადგენილების თანახმად, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის მიერ, საქართველოში ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება, ან ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობა დისტანციურად, ასევე საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის მიერ საქართველოში სამეწარმეო/შრომითი საქმიანობა, დასაშვებია მხოლოდ ამ უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდგომ.

საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, მიმდინარე წლის 1-ელი ამოქმედდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772377817

ახალი ამბები

მეუფე შიო: ჩვენი ერი მუდამ ცდილობდა, ერთგული ყოფილიყო ჭეშმარიტების და მართლმადიდებელი სარწმუნოების, ვმადლობთ უფალს, რომ დღესაც ერთგულნი ვართ მართლმადიდებელი სარწმუნოების

„ჩვენი ერი მუდამ ცდილობდა, ერთგული ყოფილიყო ჭეშმარიტების და მართლმადიდებელი სარწმუნოების. ვმადლობთ უფალს, რომ დღესაც ერთგულნი ვართ ქრისტეს ეკლესიისა, მართლმადიდებელი სარწმუნოებისა“, - ამის შესახებ საპ...

აა

1772374953

ახალი ამბები

ალიევი: აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დიდი დანაკარგია ირანისთვის, ამ რთულ დღეს მოძმე ირანელ ხალხს მშვიდობას ვუსურვებთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირანის პრეზიდენტს აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა. „ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ღრმად დამწუხრებული ვართ ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი...

ალიევი

1772374834

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ტრამპი არ არის კაცობრიობის მხსნელი. მისი პროექტები − Freedom, ალტერნატიული გადახდის სისტემები და სატელიტური ინტერნეტი, ტექნოლოგიური და გეოპოლიტიკური ჰეგემონიის ინსტრუმენტია

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი თავის ბლოგში მიმოიხილავს ჰიბრიდულ ომს და მასში ტექნოლოგიების როლს. ანალიტიკოსი წერს ევროკავშირის ახალ კანონებზე, რომლებიც მიმართულია არასრულწლოვნებისათ...

საზოგადოეა

1772374196

ახალი ამბები

მართლმადიდებლობის ზეიმზე წმინდა სამების ტაძარში წირვა აღევლინა

ეკლესია დღეს მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს. თარიღის აღნიშვნა მერვე საუკუნეში საეკლესიო კრებაზე დაადგინეს, როდესაც ხატთაყვანისცემის შესახებ მართლმადიდებლური სწავლება დაამტკიცეს და ის სასულიერო პირე...

სამების საკათედრო თაძარი

1772372601

ახალი ამბები

ირანელმა აიათოლა შირაზიმ აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ჯიჰადი გამოაცხადა

ირანელმა აიათოლა შირაზიმ შეერთებული შტატებისა და ისრაელის წინააღმდეგ ჯიჰადი გამოაცხადა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. „მთავარი დამნაშავეები არიან აშშ-ის მთავრობა და ბოროტი სიონისტური რეჟიმი. შუ...

 აიათოლა შირაზიმ