ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ხამენეის გზა გაგრძელდება

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის უზენაესი ლიდერის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ განცხადებაში კიდევ ერთხელ დაგმო აშშ-ისა და ისრაელის დარტყმები, რომლებიც თეირანსა და ვაშინგტონს შორის ირანის ბირთვულ პროგრამაზე დიპლომატიური მოლაპარაკებების პარალელურად განხორციელდა.

„ხამენეის გზა გაგრძელდება“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ.

28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.

საპასუხოდ, თეირანმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა რეგიონში მდებარე აშშ-ის ბაზებსა და იმ ქვეყნებზე, რომლებსაც ვაშინგტონის მოკავშირეებად მიიჩნევს.

აშშ-ის სამხედრო ძალებმა პირველი 12 საათის განმავლობაში ირანში მდებარე სამიზნეებზე თითქმის 900 ჯერ მიიტანეს იერიში.

ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა.

მათივე ცნობით, ქვეყანაში 40-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

ირანული მედია ადასტურებს, რომ ლიკვიდირებულია შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსიც.

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივნის, აიათოლა ალი ხამენეის მთავარი მრჩევლის ალი ლარიჯანის განცხადებით, მალე ირანში შეიქმნება დროებითი ხელმძღვანელობის სტრუქტურა, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის პრეზიდენტი და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელები შევლენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772383437

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ არანაირი არგუმენტი არ გვინახავს ამ დრომდე და არც მოველით რომ ვნახავთ, რადგან ეს არის იმ უსამართლო ბრძოლის გაგრძელება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რასაც ჩვენ ბოლო წლებში ვხედავთ

ყველა შემთხვევაში, თუნდაც ტელევიზიების სახელწოდებები მიწოდებული არის თბილისიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი კვირა“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბრიტანეთის მხრიდან თავისუფალ მედიაზე თ...

მაკა ბოჭორიშვილი

1772383316

ახალი ამბები

სოფელ ჭუბერთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებ...

მოძრაობა აღდგა

1772380512

ახალი ამბები

ირანის ყოფილი პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა - ILNA

სააგენტო ILNA-ს ცნობით, 1 მარტს თეირანში აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმის შედეგად ირანის მეექვსე პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი დაიღუპა. სააგენტოს მონაცემებით, ის საკუთარ რეზიდენციაში დაიღუპა თეირანის ნ...

მაჰმუდ აჰმადინეჟადი

1772377817

ახალი ამბები

მეუფე შიო: ჩვენი ერი მუდამ ცდილობდა, ერთგული ყოფილიყო ჭეშმარიტების და მართლმადიდებელი სარწმუნოების, ვმადლობთ უფალს, რომ დღესაც ერთგულნი ვართ მართლმადიდებელი სარწმუნოების

„ჩვენი ერი მუდამ ცდილობდა, ერთგული ყოფილიყო ჭეშმარიტების და მართლმადიდებელი სარწმუნოების. ვმადლობთ უფალს, რომ დღესაც ერთგულნი ვართ ქრისტეს ეკლესიისა, მართლმადიდებელი სარწმუნოებისა“, - ამის შესახებ საპ...

აა

1772376697

ახალი ამბები

დღეიდან არალეგალი მიგრანტების დასაქმება აიკრძალა - მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელები ვეღარ იმუშავებენ კურიერად, ტაქსის მძღოლად და გიდად

დღეიდან არალეგალი მიგრანტების დასაქმება აიკრძალა. მთავრობის პრიორიტეტი საქართველოს მოქალაქეა. მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელები ვეღარ იმუშავებენ კურიერად, ტაქსის მძღოლად და გიდად. ბიზნესი კი ვალდებ...

კურიერი კურიერი