ბათუმში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ორ ქვეითს შეეჯახა - დაწყებულია გამოძიება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ბათუმში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ბათუმში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ორ ქვეითს შეეჯახა.
მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნენ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მათ უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება.
ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწყებული აქვს გამოძიება, რის შედეგადაც დადგინდება, იყო თუ არა აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევაში მძღოლის ბრალეულობა.
დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, შემთხვევაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ კანონის შესაბამისად გატარდება ყველა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიება“, - ნათქვამია განცხადებაში.
1777799460
მსოფლიომედია: ირანმა აშშ-ს ახალი 14-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა გაუგზავნა
საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გეგმა, რომელიც ირანის ხელისუფლებამ ვაშინგტონს პაკისტანელი შუამავლების მეშვეობით გადასცა, 14 პუნქტისგან შედგება. როგორც ირანული სააგენტო Tasnim-ი წერს, თეირანის მოთხოვნე...
1777798166
მსოფლიოირანი 12-პუნქტიან გეგმას განიხილავს, რომლის თანახმადაც, ისრაელის გემებს ჰორმუზის სრუტეში გავლა სამუდამოდ აეკრძალებათ, ხოლო „მტრული ქვეყნების“ გემებს გავლის უფლება მხოლოდ რეპარაციების გადახდის შემდეგ მიეცემათ
ირანის პარლამენტი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის დამყარების შესახებ 12-პუნქტიან გეგმას განიხილავს. გეგმის თანახმად, ისრაელის გემებს სამუდამოდ აეკრძალებათ სრუტეში გავლა, ხოლო „მტრული ქვეყნების“ გემებს გავლ...
1777795113
ახალი ამბებიმათიკაშვილი: კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რეალური პოლიტიკური შედეგი არის ნული, ამ ადამიანებს საზოგადოების არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ
იშვირონ თითები ერთმანეთის მიმართ, ლანძღონ ერთმანეთი, საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახებენ ანტიეროვნულ და ანტიქართულ სახეს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარ...
1777793847
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ავტომობილის გატაცების ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომობილის ქურდობის ბრალდებით 2012 წელს დაბადებული არასრულწლოვანი დააკავეს. ინ...
1777793754
ახალი ამბებიპოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებითაზერბაიჯ...































